EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« აკვაპარკში ხანძარი ლიკვიდირებულია »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-17 01:20:16

თბილისის აკვაპარკში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა . მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას საათნახევრის განმავლობაში ცდილოდბნენ. სახანძრო ბრიგადებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
 როგორც ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ცეცხლმა ძირითადად აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული ბუნგალოები და ატრაქციონები გაანადგურა, თუმცა რამდენიმე ხანძარს გადაურჩა. ცეცხლი ერთდროულად ხუთ შენობას ეკიდა. 
თემურ გირგაძის თქმით, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე საცხოვრებელ შენობებზეც გადასულიყო, რადგან ვითარებას ქარი ართულებდა, თუმცა, საბოლოოდ ხანძარი სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მისი განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 21:37 საათზე შევიდა.