EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქალიშვილობის ინსტიტუტი მამაკაცებსაც აზარალებს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-30 13:54:48
2013-07-30 13:30
"ფენიმინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოდის. როგორც „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში ორგანიზაციის წევრმა თათა ცოფურიშვილმა განაცხადა ხშირად ქალიშვილობის ინსტიტუტის მანკიერი მხარე გარყვნილების მიზეზი ხდება და ეს აზარალებს, როგორც მანდილოსნებს ასევე მამაკაცებს. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქალიშვილობის ინსტიტუტზე არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ თითქოს ამისი მსხვერპლნი ან ამითი რეპრესირებულნი კულტურის თვალსაზრისით არიან მხოლოდ ქალები. აქ არიან რეპრესირებულნი მამაკაცებიც იმიტომ, რომ ერთის მხრივ თუკი ქალიშვილობის ინსტიტუტის ფენომენი საზოგადოებაში ართმევს სექსუალური თავისუფლების უფლებას ქალს, მეორეს მხრივ ის მამაკაცს ართმევს იმის უფლებას, რომ მან თავისი პირველი სექსუალური გამოცდილება იქონიოს თავის საყვარელ ადამიანთან და არა სექსმუშაკთან. ეს გამოცდილება როგორც წესი ძალიან ტრავმატურად აისახება ხოლმე მამაკაცების ფსიქოლოგიაში და ეს იწვევს მათთვის ფაქტობრივად სიყვარულის და სექსის გამიჯვნას ერთმანეთისგან და ხშირ შემთხვევაში აბსოლიტურად შეუმდგარ ოჯახურ ცხოვრებასაც. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის ძალიან სენსიტიური და ტაბუირებული თემაც ამის გამო ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობთ ამაზე მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც ვართ და ამ მახინჯი ფორმების დაძლევა მით უფრო მალე დაიწყება რაც უფრო მალე დავიწყებთ ამაზე საუბარს. თუ ამ ჩვენს განცხადებას ვინმე გარყვნილებად მონათლავს მაშინ ასეთ რიტორიკული კითხვით შეიძლება მივმართოთ: მიაჩნიათ თუ არა გარყვნილებათ 11, 12, 13 წლის ბიჭების მიყვანა სექსმუშაკებთან და მათთვის სექსუალური ცხოვრების ამ ფორმით დაწყება რასაც ხშირ შემთხვევაში ჩადიან ოჯახის უფროსი წევრები მამები, ბიძიები... და თუ ასეა მათ უნდა იცოდნენ რომ ამ გარყვნილების მიზეზი არის ქალიშვილობის ინსტიტუტი“,-განაცხადა ცოფურიშვილმა დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში.
სასაცილო ფაქტი ის არის, რომ ამ ქალებს სექსი უნდათ და ვერ გაუბედიათ როგორც ჩანს საბუთის გარეშე და ლეგალიზაცია ვისგან უნდათ რომ მიიღონ საქმე ეგაა, თუ გათხოვება უნდათ და ყურადღების მიქცევა... ამ პიარით ეგ იდეაა :)) ჰოდა ის არ იციან რომ საქართველოს კაცების 90 პროცენტს არ ჭირდება მამიკოების და ბიძიკოების დახმარება ქალთან დროის გასატარებლად. და კიდევ ერთი; დღევანდელ გოგოებს იმის კომპლექსი არ აქვთ სად დაწვნენ და ვისთან დაწვნენ, ასე რომ ამათ თუ გათხოვება უნდათ პირდაპირ მაგ განცხადებით დაეწყოთ ის ჯობდა.
ავტორი: უკა