EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უიშვიათესი ძაღლის ჯიში – ჩუნცინი »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2013-12-06 20:18:21
“ჩუნცინი” - წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობას,ჩინური ძაღლის ჯიშისა.მათი წარმოშობის ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია.არქეოლოგებმა მათი სახეობის ძაღლების მცირე ზომის სტატუები აღმოაჩინეს ძვ.წ.აღ-ით 200 წლით დათარიღებულ ჩინელი იმპერატორების სამარხებსა და აკლდამებში.როგორც ზოგიერთი წყარო ირწმუნება “ჩუნცინი”-ს სახეობის ძაღლები პირველად ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გამოჩნდნენ 2000 წლის წინათ “ხანის დინასტიის” მმართველობის ეპოქაში.აღნიშნული,უნიკალური სახეობის ძაღლები საიმპერატორო სასახლის “ბინადრები” იყვნენ და მისი ხელით შეხება მხოლოდ და მხოლოდ მაღალი (ელიტური) წრის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ამასთანავე იგი ერთგვარად წარმოადგენდა მეპატრონის სიმდიდრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ჩუნცინი”-ს სახეობის ძაღლი იმთავითვე უიშვიათეს სახეობას წარმოადგენდა.
ისინი გამოირჩევიან შესანიშნავი სმენისა და ყნოსვის უნარით.გარდა ამისა არიან “დიდებული” მონადირეები,მცირე ზომის ცხოველებზე.ისინი საშუალო ზომის მქონენი არიან,თუმცა საკმაოდ ძლიერი აღნაგობისა და გამოირჩევიან ძლიერი ფიზიკური ძალით.აღნაგობით ძლიერ ჩამოჰგვანან – ამერიკული პიტბულის სახეობას.აღნიშნული ჯიში,სხვა ძაღლების ჯიშებისაგან გამოირჩევა იმით,რომ სპეციალურად გამოყვანილი ჯიში არ არის და ამასთანავე შეჯვარებას არ ახდენენ სხვა ჯიშის ძაღლებთან.არიან მეპატრონისა და ბავშვების “მოყვარული” და “ერთგული”.თავისი ხასიათით ლიდერის ფუნქციის მატარებლები. თავიანთი პატრონისათვის, ერთგვარად ასრულებენ დამცველის ფუნქციას და არა მარტო მას იცავენ,არამედ მის ნივთებსაც კი.ამ მიზეზთა გამო მას – “პირად მცველსაც” უწოდებენ.იმისათვის,რომ “ჩუნცინმა” ყველა ზემოთ ასახული მოვალეობები შეასრულოს,პატრონის “მკაცრი ხელი” და აღზრდა ესაჭიროება.
ჩინეთში XX საუკუნეში განხორციელებული რევოლუციის შედეგად დაეცა მონარქია,რასაც “ჩუნცინი”-ს მეპატრონეების (არისტოკრატები) კვალდაკვალ გაქრობა მოჰყვა.ამიტომ რამდენიმე ასეული ეგზემპლარი ამ სახეობისა მიგდებულ იქნა ბედის ანაბარად.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება,ისედაც მცირერიცხოვანი ჯიშის,ფაქტიურად გაქრობის ზღვარზე მიყვანა. დღესდღეობით “ჩუნცინი”-ს ჯიშის ძაღლები ერთ-ერთ ყველაზე უიშვიათეს ძაღლის სახეობად არის მიჩნეული მსოფლიოში და გადაშენების პირას მყოფი ძაღლების სამეულში – მეორე საფეხურზე დგას (თეთრი ტიბეტური მასტიფის შემდეგ).შესაბამისად აღნიშნული ჯიშის ძაღლის ყიდვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ისიც ფაქტობრივად შეუძლებელია.