EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩიყვის მკურნალობა, ხალხური მეთოდები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-02-07 22:50:17

ჩიყვის მკურნალობა, ხალხური მეთოდები

ჩიყვი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სამ დიდ ჯგუფშია გაერთიანებული: ეუთირეოზი-ჰორმონების ნორმალური დონე, ჰიპერთირეოზი-მომატებული, ჰიპოთირეოზი-დაკლებული. ყველა ამ ფუნქციურ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ანატომიური ცვლილებაც: დიფუზური, როდესაც პროცესი მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მთელს ქსოვილს, ან ლოკალური, კვანძოვანი, როდესაც ცვლილება ერთ უბანს შეეხება (შესაძლოა კვანძი იყოს რამდენიმე). ძირითადად განიხილება ორი მდგომარეობა- ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი. რაც შეეხება ტერმინს - ჩიყვი, ის უნდა მოვიაზროთ როგორც „შეცვლილი ფარისებრი ჯირკვალი".

 

იოდის ფიზიოლოგიური დოზა (100-200 მკგ) არ იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას. ფარმაკოლოგიური დოზები (გრამები) შეიძლება მივიღოთ იოდის აპლიკაციების სახით (ადგილზე დატანით) რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას: იოდის სპირტხსნარი, ლუგოლი, ან ამიოდარონისა და ზოგი ამოსახველებელი პრეპარატის მიღება.

ჰიპოთირეოზის ნიშნების გაჩენამდე, თუ TSH დონე  მომატებული არ არის ჰიპოთირეოზი კორექციას არ საჭიროებს.

ცნობილია ჩიყვის მკურნალობის ხალხური მეთოდები:

ზღვის წყალმცენარე ლამინარიას  გამოიყენებენ ჰიპერთირეოზის და ბაზედოვის დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. ½ - 1 ჩაის კოვზ მშრალ ფხვნილს ჭიქა წყლის დაყოლებით ღებულობენ ძილის წინ 15 -30 დღის განმავლობაში.

 ჩიყვისთვის ხშირად ხმარობენ კაკლის უღლის ნაყენს სპირტზე.

ანტისტეროიდული მოქმედება აქვს მარწყვს, ის აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდის შთანთქმას.

სახალხო მკურნალები შავი მოცხარის ყვავილებს ურჩევენ  ნახარშის სახით ხველის, ბუასილის, ღვიძლის დაავადებებისა და ჩიყვის დროს.

ქრისტესისხლას (საჭიროა სიფრთხილე, მსუბუქად შხამიანია) ნაყენი, დღეში ½ ჭიქა  ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, ორი თვის განმავლობაში. ასევე ცხვირ-ხახის გამორეცხვა ამ ნაყენით. ყელზე, ჩიყვის მიდამოში ქრისესისხლას წვენის წასმა.

დინდგელის (прополис) სპირტხსნარი 25 - 30 წვეთი 3-ჯერ დღეში რძით, ერთი თვის განმავლობაში. კარგია ადრეულ სტადიაზე ძირითად მკურნალობასთან ერთად.

ჩიყვის დროს ყელზე ისვამენ ახალ მუხის ქერქს (ან დამბალ გამხმარს), შეიძლება მიკვრა და ტარებაც.

გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის დროს- კანიანად გახეხილი და შაქარში არეულილიმონი ჭამამდე 1 ჩაის კოვზი.

ფარისებრი ჯირკვალი თუ ძალიან გადიდებული არაა, მას შეიძლება იოლად მივაშველოთ იოდი, კალიუმის იოდიდის სახით. 0,1გრ. 2-ჯერ დღეში, მატებით ავიდეთ 0,5გრ-მდე, ორი კვირის შემდეგ ისევ ჩამოვიდეთ 0,1გრ-მდე. ამპერიოდში უნდა მიექცეს ყურადღება ნაწლავების დროულ დაცლას (თუ საჭირო იქნება, საფაღარათოს მიშველებით).

არსებობს ძველი რეცეპტი „იოდის მასაჟი". ის გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებისათვის, როგორც ჰორმონების სიჭარბის, ისე ნაკლებობის დროს.

პირველი ეტაპი: უნდა აირჩეს ინდივიდუალური დოზა. ძილის წინ მარჯვენა მკლავზე, წინა მხრიდან უნდა დავიტანოთ სამი სხვადასხვა ინტენსივობის იოდის ზოლი იოდიანი ბამბით. ერთი ზოლი იქნება მქრალი, მეორე შედარებით მუქი და მესამე უფრო მუქი. დილას შევამოწმებთ რომელი ზოლები გაქრა, ანუ რომელი იოდის დოზა შეიწოვა კანმა ბოლომდე.

1.      კანზე არ დარჩა არც ერთი იოდის ზოლი: ე.ი. ორგანიზმში იოდის დეფიციტია და კურსს ჩაიტარებთ ყველაზე მუქი ინტენსივობის ზოლის მიხედვით.

2.      კანზე დარჩა კვალი ყველაზე მუქი ზოლისგან: მაშინ ნქვენი ფერი საშუალო ინტენსივობაა (ანუ ის რომელიც სრულად შეიწოვა ორგანიზმმა ღამით)

3.      გაქრა მხოლოდ ყველაზე მქრალი ზოლი: ესაა თქვენი სამკურნალო ფერი.

4.      ჩანს ყველა ზოლი: ორგანიზმში იოდი საკმარისია, დაქვეითებულია ფ.ჯ.-ს მუშაობა. ამ  შემთხვევაში გამოვიყენებთ ყველაზე მქრალ ფერს.

იოდის ლაქის ფერის არჩევის შემდეგ, უნდა დაზუსტდეს იოდის ლაქის სიდიდე, ის ინდივიდუალურია და უნდა იყოს მარცხენა ხელისგულის ოდენა (თითების გარეშე).

მეორე ეტაპი: ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის ნორმალიზება.

პირველი საღამო -  ძილის წინ -  მარჯვენა მხრის გარე ზედაპირზე დაიტანეთ ტესტით არჩეული ფერის, თქვენი ხელისგულისოდენა იოდიდის ლაქა.

მეორე საღამო - იგივენაირი ლაქა დაიტანეთ მარცხენა წვივის გარე ზედაპირზემუხლსა და ტერფს შორის.

მესამე საღამო - ლაქა დაიტანეთ მარჯვენა წვივზე (ვისაც ცუდი სისხლძარღვები ან სუსტი გული აქვს, დილისთვის შეიძლება იოდის კვალი ნახონ).

მეოთხე საღამო - ლაქა დაიტანეთ მარცხენა მხრის შიდა ზედაპირზე (ესაა დარტყმითი დოზა, ყველაზე სწრაფად ამ ადგილიდან შეიწოვება). ამის შემდეგ, ნელ-ნელა უკან ვიხევთ, რათა ფარისებრმა ჯირკვალმა მისთვის კომფორტულ რიტმში იმუშაოს.

მეხუთე საღამო - ლაქას დავიტანთ მარცხენა წვივზე გარედან.

მეექვსე საღამო - ლაქა დაიტანება მარჯვენა წვივის შიდა მხარეს.

კურსი დამთავრებულია. ძველად ექიმები თვლიდნენ, რომ „იოდის მასაჟი"-ს ამ რეცეპტს ფ.ჯ.-ს მუშაობა ნორმაში მოყავდა, მხოლოდ იყო აუცილებელი პირობა: აპლიკაციებს შორის არ შეიძლებოდა დღის გამოტოვება, შედეგს ვერ მიიღებდით. კურსის თავიდან დაწყებისთვის კი საჭირო იქნებოდა 2 - 3კვირიანი შუალედის შემდგომ, ტესტის თავიდან ჩატარება.

კურსის გამეორება, გამოხატული იოდის დეფიციტის დროს შეიძლება, პირველი კურსის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.

დღეისათვის ითვლება, რომ თავსა და ტანზე ჭრილობების დამუშავება იოდით, ცოტა სახიფათოა ფ.ჯ.-ს გადატვირთვის საშიშროების გამო. დასაშვებია კიდურების დამუშავება. ანტისეპტიკად უმჯობესია ბრილიანტის მწვანის გამოყენება.

იოდის აპლიკაციის კურსის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ თუ შენიშნეთ, რომ კოჟრები ფეხებზე დარბილდა და დაპატარავდა, ე.ი. თქვენს ფარისებრ ჯირკვალს ნამდვილად მიეხმარეთ.

პერიოდოლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ოჯახის ექიმთან. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, პირადად თქვენთვის საჭირო რჩევას, მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმი მოგაწვდით.