EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერმანიის ელჩი - თქვენ ვერ გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: uchi
თარიღი: 2014-03-06 00:33:58
"თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს"
"გერმანია არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა ესიამოვნებათ ან გაუხარდებათ რუსებს." - აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
" ის, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ევროკავშირისა და გერმანიის ბრალი არ არის. დიახ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც.
საქართველომ უნდა გააცნობიეროს ორი რამ:
პირველი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისათვის.
ეს ურთიერთობა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა დასავლეთ ევროპაში და მას ევროპის პოლიტიკური ელიტა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ. შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ბუნებრივია, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით.
მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს."- დასძენს დიპლომატი.