EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-02 16:28:21

უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ

უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ

 მარტონი ვართ სამყაროში? ეს შეკითხვა კაცობრიობას არა ერთი საუკუნეა აწუხებს. რაც უფრო მეტს ვგებულობთ, მით უფრო, სამწუხაროდ, აშკარა ხდება, რომ დედამიწა ერთად-ერთი სასწაულია, ცოცხალი ორგანიზმების ერთად-ერთი თავშესაფარი, მილიარდობით სხვა, მეცნიერთათვის ცნობილ გალაქტიკებსა და პლანეტებს შორის(დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე). მიუხედავად ამისა, ბევრი მეცნიერი მაინც თვლის, რომ სამყაროში მოაზროვნე არსებების აღმოჩენა მხოლოდ დროის საკითხია. როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი სიცოცხლე, მეცნიერულ თავებს ამ თემაზე საუბარი უფრო უჭირთ.
 
სეთ შოსტაკი.
 
 ” კოსმოსში უცხო სიცოცხლეს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ” – გვარწმუნებს პროგრამა SETI-ის ხელმძღვანელი სეთ შოსტაკი, რომელიც სიტყვით, ინოვაციური განვითარების განხილვისას, ევროპის საზოგადოებათა კომისიის შეკრებაზე წინა კვირას გამოვიდა.
 
 ”კოსმოსში 150 მილიარდი გალაქტიკაა. ყოველ მათგანში კი ათეულბით მილიარდი დედამიწისმაგვარი პლანეტა(ეკზოპლანეტები). თუ ვირწმუნებთ, რომ მხოლოდ დედამიწაა ერთად-ერთი ადგილი სამყაროში, სადაც საინტერესეო ამბები ხდება, გამოდის, რომ მართლაც სასწაულთან გვაქვს საქმე. 500 წლიანმა ასტრონომიულმა კვლევებმა კი გვიჩვენეს(პირველი ტელესკოპი), რომ ასეთი სასწაულის დაჯერება შეცდომაში შეგვიყვანს”. როგორ და რანაირად აღმოვაჩენთ მას? შოსტაკი თვლის, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას უახლოეს 25 წელიწადში შევძლებთ. მას, ან მზის სისტემაში ვიპოვით, მიკრობული ფორმით მარსზე ან იუპიტერის რომელიმე მთვარეზე; ან სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავ ეკზოპლანეტებზე, მათ ატმოსფეროებში სიცოცხისათვის დამახასიათებლი გაზების დაფიქსირებით; ან შოსტაკი და მისი გუნდი SETI-იდან დიდი ხნის ნანატრ რადიოსიგნალს მიიღებენ, რომელიც მოაზროვნე არსებებმა გამოაგზავნეს(WOW და სხვა სიგნალები…). დოქტორი სიუზან ეგრეინი, ასტროფიზიკის ლექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტებსა და ეკზოპლანეტებს  სწავლობს, თვლის, რომ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა, უფრო, მეორე ვარიანტის მიხედვით მოხდება, ანუ ორგანიზმების ცხოველმოქმედების პროდუქტების აღმოჩენით(ცრუ მეთანმა ეკზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობა გამორიცხა). ”ჩვენ მივუახლოვდით მომენტს, რომლის მერეც დარწმუნებით შევძლებთ ვთქვათ, რომ ჩვენს გალაქტიკასა და დანარჩენ კოსმოსში უამრავი დედამიწისმაგვარი პლანეტა(ან უკეთესი) არსებობს. თუ ვარიანტები მილიარდობითაა, მაშინ შანსიც მაღალია” – აცხადებს შეკრებაზე ასევე გამოსული ეგრეინი.
 
 ეგრეინი და მისი ჯგუფი, სხვა ვარსკვლავებთან მდებარე პლანეტების საძებნელად სინათლეს(ელექტრომაგნიტური გამოსიხვება) იყენებენ. პოტენციურად სიცოცხლისათვის თავსებადს უწოდებენ პლანეტებს, რომელთა ზომები ახლოსაა დედამიწისეულთან და ზედაპირის ტემპერატურაც შესაბამისია წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობისთვის. სწორედ ასეთ პლანეტებზე შეიძლება დავინახოთ ”ბიომარკერები”, ანუ იმ გაზების კვლები ეკზოპლანეტების ატმოსფეროებში, რომლებიც მხოლოდ ბიოლოგიური არსებების ცხოველმოქმედების შედეგად ჩნდებიან(უცხოპლანეტელებს მათი ქალაქების შუქით მოძებნიან).
 
 თავის მხრივ დოქტორი შოსტაკი და SETI უცხო სიცოცხლის არსებობის დამტკიცებას ტექნოლოგიური ნიშნების გამოვლენით აპირებენ. თუ ისინი კოსმოსიდან გამოგზავნილი რადიოსიგნალის მიღებას შეძლებენ, სიგნალი ტექნიკურად ჩვენზე მაღლა მდგომი ცივილიზაციის მიერ იქნება გადმოცემული(უძველესი სამყაროები: ვარსკვლავიდან ცივილიზაციამდე; მანქანური ცივილიზაცია), რადგან – ”ნეანდერტალელებს გადამცემების აწყობა არ შეუძლიათ. როგორ იმოქმედებს ჩვენზე არამიწიერი მიკრობების ან გონის აღმოჩენა? ეს არ იქნება უბრალოდ ბიოლოგიის წიგნში შეტანილი კიდევ ერთი შესწორება, დიდი ფილოსოფიური ცვლილებები გველის. ”ფაქტი ყველაფერს შეცვლის, რაც აქამდე ვიცოდით” – ამბობს შოსტაკი