EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-03 18:06:59
დადგენილება სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ
შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ
მუხლი 1. სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის
გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების მიზნით, „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე:
1. სტუდენტები, რომლებმაც 2012 და 2013 წლებში ჩააბარეს ერთიანი
ეროვნული გამოცდები, გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი,
ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და
ვერ მოიპოვეს ან/და ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
და საკუთარი სურვილით არა უგვიანეს 2014 წლის მოქალაქეთა
საგაზაფხულო გაწვევამდე აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით
გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, უზრუნველყოფილი იქნებიან
სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების შესრულების
მიზნით უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის
შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით
განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ
ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობაში გაითვალისწინოს ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის
ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამავე პუნქტში მითითებული
პირების დათხოვნა.
6. სტუდენტის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული
პრივილეგიები არ გავრცელდება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა მის
ამოწურვამდე შეწყდება სტუდენტის მიერ ან სტუდენტის სამხედრო
სამსახურში გაწვევის შემდეგ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით
გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო - http://mod.gov.ge/