EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2014-11-19 02:38:54
ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს
ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით. ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას. ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი - ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები
ქრისტესისხლა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. იქ მას “რუსულ ჟენშენს” უწოდებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მაისსა და ივნისში, ყვავილობისას, აუცილებლად მშრალ ამინდში. ქრისტესისხლას ტოტებს აჭრიან ან ამტვრევენ მიწიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.
ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.
ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები. მაგალითად, ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. გარდა ამისა, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე. შესაბამისად, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. მეორე მნიშვნელოვანი ალკალოიდი, რომელსაც ქრისტესისხლა შეიცავს, ჰომოქელიდონინია. მას საპირისპირო მოქმედება ახასიათებს - აღმგზნები და კრუნჩხვის გამომწვევი. ახდენს აგრეთვე ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ (ანესთეზიურ) ეფექტს. ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს, ქელერიტრინისთვის კი მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებაა დამახასიათებელი. ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას. ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ.
სამკურნალო წვენის მომზადება
ქრისტესისხლას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას ორფა დოლბანდში წურავენ და წვენს მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ასხამენ. ბოთლიდან დროდადრო უშვებენ აირებს. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.
ქრისტესისხლას გამოყენება
ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს: 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით - მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ გადაყლაპოთ. დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე - ხუთჯერ (ანუ წაისვამთ - შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე ხუთჯერ), ან კიდევ პირის ღუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ. პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ წვენი, ხოლო ნაყენი დალიოთ. გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი. ქვედა კიდურების თრომბოფლებიტის დროს: 3-5-წუთიანი შუალედებით (სანამ არ მოხდება მაქსიმალური შეწოვა) ხუთჯერადად უნდა წაისვათ წვენი, დალიოთ 100 გრამი ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე.
ქრისტესისხლას ნაყენი
ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება. ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი - იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს; დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მლ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ნაყენი შეიძლება საზამთროდაც შეინახოთ. ამისათვის ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს უნდა დაასხათ 500 მლ არაყი ან 250 მლ სპირტი. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი - ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
გაითვალისწინეთ!!!
ქრისტესისხლას წვენით მკურნალობის პერიოდში სხვა მცენარეების და მედიკამენტების გამოყენება არ შეიძლება! ქრისტესისხლას წვენი შხამიანია, ამიტომ მის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. წვენის ზედოზირებით ანუ ჭარბი მიღებით შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოთ ჯანმრთელობას. ქრისტესისხლას წვენის გამოყენებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე - მისმა უკუნტროლო და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ნაწლავთა დისბაქტერიოზი გამოიწვიოს. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია მეორე წელიწადს, მაისში, როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაშია და მისი მაკურნებელი თვისებები პიკს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში ამზადებენ წვენს მთელი ზაფხულისთვის. ქრისტესისხლას პრეპარატები უკუნაჩვენებია ეპილეფსიის დროს. მათ დიდი სიფრთხილით იყენებენ სტენოკარდიის, ბრონქული ასთმისა და ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.