EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Morelia viridis / მორელია ვირიდის (გველი) »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-07 18:21:27
Morelia viridis / მორელია ვირიდის (გველი)
- ოჯახი: პითონები (Pythonidae)
- გვარი: Morelia
- სახეობა: მწვანე ხის პითონი (Morelia viridis)
- ქვესახეობა: უცნობია
- მაქს. ზომა: 2.1 მეტრი
- შხამის ხარისხი: უშხამო
გავრცელების არეალი: ახალი გვინეა, ინდონეზიის კუნძულები და კეიპ-იორკის ნახევარკუნძული ავსტრალიაში.
საბინადრო გარემო: ტროპიკული ხეები, ბუჩქები, ხეები.
გარეგნული აღწერილობა: მწვანე ხის პითონები საშუალოდ აღწევენ 2 მეტრამდე. ძირითადი შეფერილობაა მწვანე ან ყვითელი. სხეულის მოხატულობა დამოკიდებულია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე. ახალშობილების შეეფრილობა კი წითელია, ღია ყვითელი ან ნარინჯისფერი.
კვება: ძირითადად იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით და ხანდახან ქვეწარმავლებით. მსხვერპლს იჭერს ხის ტოტზე კუდით მოჭიდებული, რომელიც ახორციელებს სწრაფ შეტევას და ახრჩობს მას.
გამრავლება: მწვანე ხის პითონი არის კვერცხმდები. შეწყვილებიდან 70 - 90 დღის შემდეგ დებს 5 - 35-მდე კვერცხს. ველურ ბუნებაში ჯერ არ ყოფილა დაკვირვება მის გამრავლებაზე, თუმცა ტყვეობაში დედა კვერცხების ინკუბაციის პერიოდში (45 - 65 დღე) შემოხვეულია მათ გარშემო და მისი კუნთების შეკუმშვის ხარჯზე კვერცხებს უზრდის ტემპერატურას 8°C-მდე და საბოლოო ჯამში ზრდის ტემპერატურას 29,5 °C-მდე. მფარველობს მათ.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველი არის ხის გველი, რომელიც მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებს. აქვთ განსაკუთრებული ჩვევა ხის ტოტზე ჩამოკიდების და დასვენების სადაც ტოტს შემოეხვევიან გრაგნილად და თავი შუაში აქვთ, როგორც ზემოთ მოცემულ სურათზეა. ეს თვისება ასევე ახასიათებს მახრჩობელების ქვეოჯახის სახეობას - Corallus caninus-ს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ხალხს ხშირად ეშლებათ ეს 2 სახეობა ერთმანეთში, როცა ხედავენ მათ მათი ბუნებრივი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარეშე. რაც შეეხება მის ხასიათს, იგი არ არის აგრესიული და საკმაოდ მორჩილია.
შხამი: შხამი არ გააჩნიათ.
ტყვეობა: ეს სახეობა საკმაოდ პოპულარულია ხალხში.