EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 10 ფაქტი, რაც ქალს ყველაზე მეტად აბერებს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: DEMI

თარიღი: 2015-03-04 21:16:16

10 ფაქტი, რაც ქალს ყველაზე მეტად აბერებს

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც ყველაზე მეტად მოგიმატებთ წლებს.

1. ნაადრევი ჭაღარა. შეიძლება გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს.

2. მოშვებული ყელი. კანი ყელზე ძალიან ნაზია, ამიტომაც ის ყველაზე ადრე ბერდება.

3. მოუვლელი ხელები. ქალის ასაკს ადვილად გასცემს ხელები! ხელზე კანის დაცვა და მისი მოვლა ჩვევად უნდა გაიხადოთ.

4. ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა.

5. მკვეთრი მაკიაჟი. მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟი დამახასიათებელია უფრო ასაკიანი ქალისთვის, ვიდრე თქვენ ხართ.

6. ”ბებიის” პარფიუმი. თუ ახალი სუნამოს დასხმისას თავს იმაზე უფროსად გრძნობთ, ვიდრე ხართ და დისკომფორტს გიქმნით მისი არომატი, უმჯობესია, აღარ გამოიყენოთ.

7. ნაოჭები. უფრო ადვილია დაიცვათ თავი ნაოჭებისგან, ვიდრე გაისწოროთ უკვე გაჩენილი. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კოსმეტიკა და რეგულარულად დაიტენიანეთ კანი.

8. მოშვებული სხეული. ”ფორთოხლის კანისგან” გასათავისუფლებლად საჭიროა დაბალანსებული კვება, სპორტი, მასაჟი და ანტიცელულიტური კრემები.

9. ზედმეტად გარუჯვა. ცოტაა ის, რომ ყავისფერი კანი რამდენიმე წელს გმატებთ; ზედმეტი რუჯი უსიცოცხლოს ხდის კანს, აშრობს მას და მალე აბერებს.

10. გადაღლილი იერი. ჩამქრალი თვალები, მოწყენილი ან განრისხებული გამომეტყველება საგრძნობლად აბერებს ქალს. დატკბით ცხოვრებით, შეინარჩუნეთ ბავშვური უდარდელობა.