EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ანგელოზი »
კატეგორია: რელიგიაავტორი:
თარიღი: 2013-01-25 13:13:08
ანგელოზი (ბერძნ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.
ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:
სერაბიმნი, ქერუბიმნი , საყდარნი
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი
მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
მთავარანგელოზები:
მიქაელ მთავარანგელოზი - დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
გაბრიელ მთავარანგელოზი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
რაფაელ მთავარანგელოზი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.
იეგუდიელ მთავარანგელოზი - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.
სელაფიელ მთავარანგელოზი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.
ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)
ვარახიელ მთავარანგელოზი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.
იერომიელ მთავარანგელოზი - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.