EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - ტ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 19:23:38
ვაჟის, კაცის სახელები - ტ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ტაგუ (ქართული) გავრცელებულია ძირითადად სამეგრელოში. ეტიმოლოგია უცნობია.
ტაია (ქართული) მიღებული ჩანს ტარია-საგან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ-ის მოფერებით ფორმას წარმოადგენს.
ტარასი (ბერძნული) " მოუსვენარი ". აქედანაა გვარები ტარასაშვილი და ტარსაიძე.
ტარიელ – შოთა რუსთაველის " ვეფხისტყაოსნის " მთავარი გმირის სახელი, ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული. როგორც ფიქრობენ, მომდინარეობს ირანული დარიელ-ისაგან, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: დარ, დარა - " მეუფე ", " მეფე ", " მფლობელი " და იელ – " გმირი ", " მოყმე ". ამრიგად, ტარიელი ნიშნავს " მეფე გმირს ", " მოყმე მეფეს ". აქედანაა გვარი ტარიელაშვილი.
ტატე – ითვლება ესტატე-ს შემოკლებულ ფორმად. დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. აქედანაა გვარი ტატიშვილი.
ტერენტი (ლათინური) " მხეხავი ", " გამფშვნეტელი ", " გამლესი ", სხვაგვარი ახსნით: " მომქანცველი " (ეტიმოლოგიები საეჭვოა).
ტიმოთე (ბერძნული) " პატივი ღვთისა ", " ღვთისმოსავი ". ხალხში გავრცელებული ფორმაა კიმოთე (აქედან გვაქვს სოფლის სახელიც კიმოთესუბანი).
ტიტე (ლათინური) " ღირსება ", " პატივი " (შეადარეთ ტიტული - " საპატიო წოდება "). მოფერებითი ფორმებია: ტიტია, ტიტიკო.
ტრიფონ (ბერძნული) " ნებიერი ", " განებივრებული ".
ტროფიმე (ბერძნული) " გაზრდილი ", " გამონაკვები ". შეადარეთ ატროფია – რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის ზრდის შეწყვეტა საკვების უკმარობის (ან უმოქმედობის) გამო: ჰიპერტროფია – რომელიმე ორგანოს არანორმალური ზრდა-განვითარება.
ტუხა (ქართული) მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. ‘ტუხ’ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, მაგრამ ამ ფუძის კონკრეტული მნიშვნელობა გაურკვეველია.