EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - წ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 20:19:51
ვაჟის, კაცის სახელები - წ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
წათე - ამ სახელით ცნობილია ლაზიკის მეფე წათე I და მისი ძე წათე II, რომელთაც არაერთგზის იხსენებენ ბიზნატიელი ისტორიკოსები (VI ს.). გამოთქმულია მოსაზრება (გ. როგავას მიერ), რომ ეს სახელი უკავშირდება საბრძოლო იარაღის აღმნიშვნელ სიტყვას - წათს, რომელსაც მეგრულში მოეპოვება კანონზომიერი ფონეტიკური შესატყვისი ჭორთი ( " ჭოკი ", " ხალა ", " დიდი კეტი ").
წიქა (ქართული) თითქოს " წითურს " ნიშნავს (შეადარეთ ხარის სახელი წიქარა ცნობილ ხალხურ ზღაპარში). გავრცელებულია მთაში. გვხვდება ვაჟა-ფშაველას პერსონაჟთა სახელად.
წყალობა – ქართული სახელია, დღეს მეტად იშვიათი (იგულისხმება " ღვთის წყალობა ". მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული დოროთე, თედორე, სლავური ბოგდან, სომხური ასტვაწატურ, თურქული ალაჰვერდი).