EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბზიკის(კრაზანის) ბაზის, დანესტვრის შემდეგ სახლის პირობებში »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2016-10-07 18:26:52
ბზიკის დანესტვრის (კბენის) შემდეგ ნაკბენზე უნდა გავისვათ სუფთა საპონი და ჩამოვიბანოთ წყლით, ამის შემდეგ დავიდოთ სველი სუფთა ქსოვილი რათა თავიდან ავიცილოთ შეშუპება. თუ სიწითლე, ქავილი, ტკივილი ან შეშუპება ვითარდება ნაკბენზე ამის შემდეგ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ყველაზე ეფექტური მკურნალობა ესაა არ დაიბნე და ამოიღო კრაზანას ნექტარი რაც შეიძლება სწრაფად, რათა არ მიეცეს კრაზანის შხამს კანში დიდხანს დარჩენის საშუალება. ამოსაღებად შეიძლება გამოვიყენოთ ნემსი, პინცეტი ან თუნდაც დანა, განსაკუთრებით მაშინ თუკი ნესტრის თავი ამოწეულია და შევძლებთ დანის ნელი გადასმით გადმოსმით მის ამოღებას,
ნესტრის ამოღების შემდეგ როგორც აღვნიშნეთ საჭიროა ჩამოვიბანოთ სუფთა საპნითა და ცივი წყლით, დავიდოთ ყინული, რათა არ განვითარდეს შეშუპება კანზე. (ბაზის ნაკბენის დროს ნესტრის ამოღების შემდეგ - თუკი ჩატოვა საერთოდ სხეულში (უმეტეს შემთხვევაში არ ტოვებს ხოლმე) როგორც ზემოთაა აღწერილი, ჩამობანისა და გასუფთავების შემდეგ შეგვიძლია დავიდოთ წყალში გაძრული ლილა შევიხვიოთ ნაჭრით ან ბინტით)
მათ ვინც ალერგიულები არიან საჭიროა მიიღონ ანტიჰისტამინი (აბები რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურანალოდ) მათ ვისაც ტკივილი აწუხებთ შეუძლიათ მიიღონ ტკივილის წამალი, როგორიცაა იბუპროფენი. ეს არის ასევე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, ის ეხმარება ორგანიზმს ებრძოლოს შეშუპებას და გაღიზიანებას.
ისინი ვისაც ახასიათებს მძიმე ალერგიული ფონი (შეიძლება მიიღონ წამალი ეპიპენი - Epi-Pen) აუცილებელია მიმართონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტებს რათა მოხდეს თავიდან აცილება შემდგომი გართულებებისა.