EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფაქტები დინოზავრების შესახებ »
კატეგორია: ფლორა და ფაუნაავტორი: Nexsusi
თარიღი: 2017-02-16 20:25:56
დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი
ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე.
დინოზავრები — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან.
ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში.
1. როგორ გადაშენდნენ დინოზავრები?
ამ გიგანტური არსებების გადაშენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოსაზრება
არსებობს. წარსულში ამ თემაზე უფრო ნაკლებად მსჯელობდნენ, ვიდრე
ახლა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, დინოზავრები უზარმაზარი ასტეროიდის ან უზარმაზარი მეტეორის შეჯახების შემდეგ გადაშენდნენ, რამაც კლიმატის გლობალური ცვლილება გამოიწვია და გადარჩენილმა დინოზავრებმა სახესხვაობა განიცადეს. დაიწყო გლობალური გამყინვარების პროცესი ვულკანების ამოფრქვევა და დინოზავრები, როგორც პირვანდელი სახე პრაქტიკულად გადაშენდნენ.
2. არიან თუ არა ფრინველები დინოზავრების შთამომავალნი?
1980 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ცნობილი მკვლევარი და მეცნიერი
ლუის ალვარეზი. მკვლევარის მტკიცებით დინოზავრების გადაშენების მთავარი
მიზეზი მეტეორიტია, რომელიც 65 მილიონი წლის წინ დაეჯახა დედამიწას.
მეცნიერული კვლევების თანახმად, დამტკიცდა ალვარეზეს თეორია დინოზავრების
გადაშენებასთან დაკავშირებით. 65 მილიონი წლის წინ დედამიწას დაეჯახა
10 კილომეტრიანი დიამტერის მეტეორიტი. მეტეორის სიჩქარე საათში 540 000
კილომეტრი იყო, რომელიც დედამიწას დაეჯახა იუკატანის ნახევარკუნძულიდან.
შეჯახებასთან ერთად, 200 000 კმ³ რადიუსზე ყველაფერი აორთქლდა. ცოცხალი
არსებების 70 % გაქრა და ტერიტორიაზე შეიქმნა უზარმაზარი ჩისკულუბის კრატერი.
დედამიწა თვეების განმავობაში სიბნელემ და ყინვამ მოიცვა, ტემპერატურა
მაქსიმალურად დავარდა, წყლები გაიყინა, მცენარეების ფოტოსინთეზი შეწყდა და
დინოზავრებიც საბოლოოდ გადაშენდნენ. ნობელის პრემიით დაჯილდოვებული
მკვლევარის, ლუის ალვარეზის მტკიცებით, დედამიწაზე არ გადაშენებულან
რამოდენიმე პატარა სახეობის არსებები, რომლებიც იყვნენ ჩვენი ფრინველების
შთამომავლები.
3. რამდენი სახეობის დინოზავრი არსებობდა?
დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 850 სხვადასხვა ჯიშის დინოზავრი. პირველი
დინოზავრი იყო სახელწოდებით - იგვანოდონი (Iguanodon), ამ გიგანტი არსების
ნაშთები 1923 წელს ინგლის ქალაქ სასექსში აღმოჩინეს მკვლევარებმა.
4. ყველაზე დიდი დინოზავრი
არგენტინის ქალაქ ხუბუტში, ერთ ფერმერმა ისტორიული აღმოჩენა გააკეთა.
მინდორში მუშაობისას, მან შემთხვევით შეამჩნია დინოზავრის ნამარხი, მან
მიმართა პალეონტოლოგიის მუზეუმს, მალევე ჩატარდა გათხრები, სადაც
აღმოჩენილ იქნა 150 ცალი "კარგად მოვლილი" დინოზავრის ძვალი. მეცნიერების მტკიცებით ეს ეკუთვნის დედამიწაზე არსებულ ყველაზე დიდ დინოზავრს,
რომელსაც შვიდ დინოზავრს უწოდებენ. ამას წინათ, ამ ადგილზე, ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი არსების ნარჩენები ფერმერმა აღმოაჩინა
(არგენტინოზავრი). დინოზავრი 77 ტონას იწონიდა, სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 20 მეტრი. ეს შვიდ სართულიანი სახლის ექვივალენტურია 14 სპილოს მასით. ცხოველი დაახლოებით 100 მილიონი წლის
წინათ პტაგონიის ტყეებში ბინადრობდა და ბალახით იკვებებოდა.
5. იყვნენ თუ არა დინოზავრები სულელები?
არა! 1970 წლიდან დაიწყო დინოზავრების ტვინის უჯრედების გამოთვლა,
კვლევების თანახმად, აღმოჩნდა რომ დედამიწაზე რაც კი ცხოველი
არსებობს ყველაზე ჭკვიანი დინოზავრები იყვნენ. გასათვალისწინებელია
ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით დედამიწის ყველაზე ჭკვიანი ფრინველები:
ყვავი და თუთიყუში, დინოზავრების შთამომავლნი არიან.
6. თუ გადააწყდებით დინოზავრს, გაქვთ თუ არა გადარჩენის შანსი?
ეს უბრალოდ ერთგვარი კვლევა იყო, რათქმაუნდა შეუძლებელია. თქვენ
დინოზავრს ვერსად ვერ გაექცევით. ადამიანის მაქსიმალური სისწრაფე
დაფიქსირებულია - საათში 44, 72 კმ, ხოლო ყველაზე სწრაფი დინოზავრის
სახელად T-rex (Tyrannosaurus rex) - საათში 65 კმ. ასე რომ, ნურც
დინოზავრის გასწრებაზე და ნურც მასთან შეხვედრაზე ნუ იფიქრებთ...
7. დინოზავრების ზომები
დინოზავრების სიმაღლე და წონა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა.
ყველაზე დიდების წონა 18 -32 ტონა იყო, სიმაღლე - 25 მეტრს აღწევდა.
ყველაზე პატარა დინოზავრის წონა - 5, 5 კილოგრამს უდრიდა, ხოლო
სიმაღლე - 60 სანტიმეტრს.