EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერმანული ნაგაზი (ავჩარკა) - დახასიათება »
კატეგორია: ცხოველებიავტორი: admin
თარიღი: 2017-12-01 14:21:47
სიმაღლე:ხვადი 60-65 სმ, ძუ 55-60სმ.
წონა:ხვადი 30-40 კგ, ძუ 25-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:8-10წელი
წარმომავლობა:გერმანია
ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი. გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.დაკუნთული, პროპორციული სხეული მსხვილი ძვლებით. ყურები დაცქვეტილი, თუმცა ექვს თვემდე ლეკვებს შეიძლება ქონდეს ჩამოკიდებული. ერთი შეხედვითაც ეტყობათ რომ არიან ძალინ ძლიერი და გამძლე ძაღლები. შეფერილობა შავი მკერდი და მუცელი ყვითელი ან ყავისფერი. თვალები მუქი
ჯიშის აღწერა
გერმანულ ნაგაზებს აქვთ ძლიერი, დაკუნთული, პროპორციული სხეული მსხვილი ძვლებით. ყურები დაცქვეტილი, თუმცა ექვს თვემდე ლეკვებს შეიძლება ქონდეს ჩამოკიდებული. ერთი შეხედვითაც ეტყობათ რომ არიან ძალინ ძლიერი და გამძლე ძაღლები. შეფერილობა შავი მკერდი და მუცელი ყვითელი ან ყავისფერი. თვალები მუქი.
ხასიათი
გერმანული ნაგაზი ერთერთი ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ძაღლია. არის ძალიან მამაცი, საიმედო და პატრონის ოჯახის ერთგული. ადვილად იწვრთნება მისი გაწვრთნა პატრონსაც შეუძლი. ძალიან უყვარს ბავშვები.
დანიშნულება
გერმანულ ნაგაზებს იყენებენ პოლიციაში, მას შეუძლია რამოდენიმე დღის მერეც აიღოს კვალი. ჯარში გამნაღმველებად. არის კარგი პირადი მცველი, მწყემსი და მონადირე.
8 ფაქტი გერმანული ნაგაზის შესახებ
1.გერმანული ნაგაზს ამერიკაში მეორე ადგილი უკავია, როგორც ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში (ლაბრადორის შემდეგ). ამერიკული ქენელ კლუბი
(AKC)) ამ ჯიშს ახასიათებს, როგორც "თავდაჯერებულს, გაბედულს და ჭკვიან" შინაურ ბინადარს. გასაკვირი არ არის, რომ მისმა თვისებებმა, ეს ძაღლი ყველასთვის საყვარელ არსებად აქცია.
2.გერმანული ნაგაზის ლეკვს ყურები ყოველთვის ქვემოთ აქვს ჩამოშვებული, ხოლო ზრდასთან ერთად მისი ყურებიც სწორ ფორმას იღებს.
3.თავდაპირველად, ამ ჯიშს "მუშა ძაღლის" მოვალეობა ჰქონდა. გერმანელ ჯარისკაცს სურდა იდეალური მუშა ძაღლი სელექციით გამოეყვანა , ამიტომ მან შექმნა ნაგაზი შემდეგი თვისებებით:
საუკეთესო ყნოსვა, რათა დაკარგული ცხვარი მარტივად ეპოვნა;
ამტანი და ენეგიული, რათა მთელი დღე ემუშავა;
სისწრაფე;
საქმეზე ორიენტირებული;
სიმამაცე-წინააღმდეგობა გაეწია ლომისთვის, კოიოტისთვის და დათვისთვის;
ძალა, რათა მტაცებლების დამარცხება შეძლებოდა.
და ბოლოს, ის უნდა ყოფილიყო "სუპერ" ინტელიგენტი ჯიში.
4.გერმანული ნაგაზი საუკეთესოა სამხედრო და პოლიციის რიგებში, რადგან მისი ინტელიგენტური, მამაცი თვისებები ყველას ნდობას იმსახურებს. ის ყოველთვის მიდის რისკზე თავისი მეწყვილის დასაცავად. გერმანული ნაგაზი საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ ისწავლოს მისთვის საჭირო ბრძანებები და თანამიმდევრობით მიჰყვეს ინსტრუქციას.
5.გერმანული ნაგაზი ძლირი კბილებით (კბენის სიძლიერე) რიგით მეორე ძაღლია მსოფლიოში (როტვეილერი ამ მხრივ ყველაზე ძლიერ ძაღლის ჯიშად ითვლება). ეს მეორე მიზეზია, რისთვისაც ის პოლიციის რიგებში ხშირად გვხვდება. მისი ძლიერი ყბა იარაღის მოვალეობას ასრულებს- გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი ბრძანებს წამებში ასრულებს.
6. (AKC)) -ზე დაყრდნობით, გერმანული ნაგაზი 11 სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. ეს ჯიში გამოდის განსხვავებული შავი შეფერილობის, მოწითალო ყავისფერი და თეთრი (მაგალითად, შავი შეფერილობის რამდენიმე ვარიანტი და ა.შ.). მისი სხეული მკვრივი, ხოლო თივთიკი შერეული ფერებით არის გაფორმებული.
7.რამდენიმე რჩევა, სანამ გერმანულ ნაგაზს აიყვანთ:
მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ნაგაზს სხვა ჯიშებთან შედარებით დაბალი თივთიკი აქვს, მას ბეწვი ძალიან სცვივა.
გერმანული ნაგაზი არც თუ ისე იშვიათად ავადდება დისპლაზიით (ორგანოს ან ქსოვილის განვითარების დარღვევა).
ისევე როგორც სხვა ჯიშის ძაღლები, გერმანული ნაგაზისთვის სოციუმი აუცილებელია, რადგან ის ორიენტირებული უნდა იყოს ოჯახის წევრების დაცვაზე და სახლის დარაჯზე. მისი ცალკე ყოფნა (დაბმული, გამოკეტილი და ა.შ.) არ არის რეკომენდირებული.
გერმანული ნაგაზის ინტელექტი და სურვილი მიმართულია მუშაობისკენ. ის ხშირად უნდა ვარჯიშობდეს და პატრონისგან იღებდეს ბრძანებებს.