EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მთვარის იშვიათი დაბნელება »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2018-02-05 18:39:58
რამოდენიმე დღის წინ მსოფლიო იშვიათი ციური მოვლენის მომსწრე გახდა - მთვარის დაბნელება სავსე მთვარეს დაემთხვა და ცაზე ე.წ. „სუპერ მთვარე“ გამოჩნდა.
ეს მოვლენა მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ორბიტაზე ყველაზე მეტად უახლოვდება დედამიწას და ჩვეულებრივზე 7-8%-ით უფრო დიდი ჩანს.
დაბნელება, რამაც მთვარის ფერი შეცვალა და გააწითლა, შესამჩნევი იყო ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ აფრიკასა და დასავლეთ ევროპაში. ასეთი შემთხვევა ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა და 2033 წლამდე არ განმეორდება.
მთვარის დაბნელებისას დედამიწა, მზე და მთვარე თითქმის ერთ ხაზზე განლაგდებიან, ისე, რომ მთვარესა და მზეს შორის დედამიწა ხვდება.
სავსე მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილში მოხვედრისას ბუნდოვანი ხდება, თუმცა დედამიწიდან მაინც ჩანს დედამიწის ატმოსფეროდან არეკლილი მზის სხივების ფონზე.
მზის სხივები დედამიწის აიროვან გარსს გადის, მწვანე და იისფერი ნაწილი უფრო იფილტრება, ვიდრე წითელი და მთვარის ზედაპირამდე აღწევს. სწორედ ამის შედეგია მთვარის დაბნელებისას მისი ასეთი შეფერილობა.
თუ რა ფერის ჩანს მთვარე დაბნელებისას, დამოკიდებულია, დედამიწის რომელ ნაწილში იმყოფება დამკვირვებელი - ის შეიძლება მერყეობდეს აგურისფერს, ჟანგისფერს, სისხლივით წითელსა და მუქ ნაცრისფერს შორის.
სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ინფორმაციით, მზისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელების დაკვირვება ყოველგვარი შეიარაღების გარეშეც სრულიად უსაფრთხოა.
BBC