EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფლოიდ მეივეზერსა და კონორ მაკგრეგორს შორის მეორე ბრძოლა არ გაიმართება. »
კატეგორია: სპორტიავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-02-25 19:43:14
ყველა ხვდებოდა, რომ კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის რევანშ-დუელი, არარეალური იყო, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობდა. თუმცა მეივეზერმა მაკგრეგორთან კიდევ ერთ ჩხუბზე უარი თქვა.
„მე ერთხელ უკვე დავამარცხე მაკგრეგორი. თუ უნდა, კალათბურთი ვითამაშოთ, მაგრამ MMA-ში ბრძოლა არ შედგება,” - განაცხადა მეივეზერმა გუშინ.
კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი
ირლანდიელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფლოიდ მეივეზერთან მორიგი დაპირისპირების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მეივეზერმა დაასრულა.
29 წლის მაკგრეგორი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მეივეზერი სწორად მოიქცა, რადგან ოქტაგონზე შანსი არ ექნებოდა: “ძალიან მიხარია ფლოიდის ნაცვლად. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს მჯეროდა, რომ ეს ბრძოლა შედგებოდა,” - წერს მაკგრეგორი.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მაკგრეგორი და მეივეზერი ერთმანეთს რინგზე, კრივის წესებით დაუპირისპირდნენ და მეივეზერმა ირლანდიელს შანსი არ დაუტოვა. რევანშის შანსი კი, გავრცელებული ცნობების მიხედვით, მაკგრეგორს ოქტაგონზე, შერეული ორთაბრძოლების წესებით უნდა მისცემოდა. ირლანდიელის აზრით, 41 წლის მეივეზერს MMA-ის წესებით ბრძოლის შეეშინდა...