EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

თემური ურუმაშვილი

giurza

baraza777

gladiatori

George






« აი რას წერს უშანგი სიხარულიძე გუშინდელი არჩევნების შესახებ... »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-30 18:10:31

აი რას წერს უშანგი სიხარულიძე გუშინდელი არჩევნების შესახებ...

Ushangi-Sikharulizdze

ვციდობ პოლიტიკასთან დიდი ხნის განმავლობაში, მინიმალური შეხება მქონდოდა, მაგრამ რაც გუშინ ცენტრალური სახელისუფლებო პარტიის, ბოდიშებს ვუსმენდი ეს არასწორი მიდგომაა, როგორც ქვეყნის, ასევე ხალხის მისამართით. პატარა ერს როგორიც ქართველებია - შეცდომის დაშვების უფლება არ გაგვაჩნია განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ამხელა ტერიტორიები მიტაცებულია თუ თურქეთის მიერ და ასევე რუსეთის იმპერიული სახელმწიფოსგან. იყო გუშინ საუბარი ოცნებისგან, რომ მოეშვნენ, მოდუნდნენ, ახალი მენეჯმენტია გასაკეთებელი და ახალი ხალხია მოსაწვევი იმისთვის რომ ქვეყანას რაღაც ახალი შევმატოთ და ხალხს რაღაცა სულის მოთქმის საშუალება მიეცეს, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ როგორ? რანაირად! და საიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი.
მოდით დავიწყოთ მარტივად:
ერთი საქართველოს საზღვრები და ამ საზღვართან მყოფი ხალხი დაუცველია და არანაირი ღონისძიება მოლაპარაკების დონეზეც არ ტარდება.
ორი: ის რომ დოლარი ყოველდღე იზრდება და ახალ წელს სამ ლარამდე მიაღწევს თუ ზემოთ არა ესეც ფაქტია.
სამი: ხელფასები იგივე რჩება რაც თავიდან ქონდათ ადამიანებს სამუშაოს დაწყებისას და არანაირი ცვლილება არაა ეგეც ფაქტია.
ოთხი: ის რომ მარტო ინვესტორების იმედზე იყოს სახელმწიფო, ვინც ჩვენ მოსახლეობას დაასაქმებს და ქვეყანაში შეიქმნება იდეალური გარემო, მგონი ყველა ვხვდებით, რომ ეს ამ ქვეყნის მოსახლეობის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი მილიონი ქართველიც ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე აღარ დავრჩით და უმეტესობა აქედან გაქცევაზე ფიქრობს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინოს ამასაც სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა ჭირდება.
ხუთი: პოლიტიკა ბიზნესი არაა ესაა ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა და ერთსაც დავამატებ აქვე, მოდით იმაზე პარლამენტში ნუ გვექნება საუბარი პრეზერვატივს რა უნდა ეხატოს და საქონელი კვირაში რამდენჯერ შეჯვარდეს... კიდევ ერთი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია სწორად გაანალიზოს პრობლემის სწრაფი გადაწყვეტის გზები და არა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება. არავის არ აქვს სურვილი აკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა და ხელისუფლება! სტატია მიმართულია მხოლოდ სწორი აზროვნებისკენ. ერთი საგულისხმო ფაქტორია ისიც, როცა უცხოელების ამხელა ნაკადი შემოედინება ქვეყანაში, ყიდულობენ ქართველთა ტერიტორიებს, და საუბარი იყო ირანელთა ხუთასი ათასი კაცის შემოსვლაზე 2020 წელს ამაზეც პასუხია გასაცემი! დაე, დღევანდელმა მთავრობამ ამ ყველაფერზე პასუხი გაგვცეს! ერთი რაც მინდა დავამატო ისაა, როცა ხალხმა იმაზე არ იფიქროს, სადაც არჩევანი ადამიანებმა ცუდსა და უფრო ცუდს შორის არ გააკეთონ!