EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მიეცი ადამიანს ფისტოლეტი და ის შესძლებს ბანკის გაძარცვას »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-12-10 22:44:42

მიეცი ადამიანს ფისტოლეტი და ის შესძლებს ბანკის გაძარცვას

kriminals

მიეცი ადამიანს ფისტოლეტი და ის შესძლებს ბანკის გაძარცვას.
მიეცი ადამიანს ბანკი და ის შესძლებს გაძარცვოს ყველა!!!
ყვებიან, რომ როდისღაც, შორეულ პროვინციაში, მძარცველები შევიდნენ ბანკში. ერთ - ერთმა მათგანმა შესასვლელში დაიყვირა: არ გაინძრეთ ფული ეკუთვნის ბანკს, ხოლო ცხოვრება გეკუთვნით თქვენ! ყველა იქ მყოფი იატაკზე გაწვა.ეს მაგალითია თუ როგორ ცვლის ტერმინი  სამყაროს აღქმას. 
 
ერთი ქალი პროვოკაციის მიზნით მაგიდაზე სექსუალურად გაწვა, მაგრამ მძარცველმა უთხრა მას: ეს ძარცვაა და არა გაუპატიურება.მოიქეცი შესაბამისად! 
ეს მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა მოიქცეს პროფესიონალი - კონცენტრირებული იყოს მიზანზე.
 
ძარცვის ადგილიდან გაქცევის დროს, ყველაზე ახალგაზრდამ მძარცველებს შორის (აკადემიური მოსწრებით) შეკითხვა დაუსვა ყველაზე უხუცესს, რომელმაც ძლივს დაამთავრა დაწყებითი სკოლა: ეი მოხუცო მოდი დავთვალოთ, რამდენი თანხა წამოვიღეთ ბანკიდან.
მოხუცი გაბრაზებული გაეპასუხა: ნუ იქნები სულელი, ეს ძალიან ბევრი ფულია, იმისთვის რომ ამ წუთას დავითვალოთ. დაველოდოთ, ვიდრე ახალ ამბებში გამოაცხადებენ თუ რამდენი დაკარგა ბანკმა.
ამას ეძახიან გამოცდილებას - დღევანდელ დღეს გამოცდილება უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე მხოლოდ განათლება.
 
მას შემდეგ რაც მძარცველები გაუჩინარდნენ, ბანკის დირექტორმა დაავალა ბუღალტერს, რათა მას დაერეკა პოლიციისთვის. ბუღალტერმა უპასუხა: მოიცა, მოდი ჯერ გატაცებულ ფულს დავამატოთ ის ხუთი მილიონი, რომელიც ჩვენ მივითვისეთ გასულ თვეს და ვიტყვით, რომ ეს ტანხაც წაიღეს.
ამას ქვია გამოიყენო ნებისმიერი საშუალება.
bank
მეორე დღეს ახალ ამბებში გამოაცხადეს, რომ ბანკი გაძარცვეს და მძარცველებმა 100 მილიონის თანხა გაიტაცეს. მძარცველებმა გადათვალეს ნადავლი, მაგრამ იქ მხოლოდ 20 მილიონი აღმოჩნდა. ეს იმ დროს როცა ბანკის უფროსობამ 80 მილიონი გაიტაცა ისე რომ ტვალი არ დაუხამხამებიათ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ალბათ ჯობია უკეთ შეისწავლო თუ როგორ მუშაობს სისტემა, იმის მაგივრად, რომ იყო უბრალო მძარცველი
ამას ეწოდება - ცოდნა - ძალაა.
 
ბანკის დირექტორი ძალიან კმაყოფილი იყო, ყველაზე მეტად იმით, რომ მისი ზარალი ბირჟაზე გადაფარული იყო ძარცვით.
ამას ეძახიან - არ გეშინოდეს რისკზე წასვლის.
 
მიეცი ადამიანს ფისტოლეტი და ის შესძლებს ბანკის გაძარცვას.
მიეცი ადამიანს ბანკი და ის შესძლებს გაძარცვოს ყველა!!!