EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მძღოლებს ივლისიდან 100-დან 300 ლარამდე ახალ გადასახადს აჰკიდებენ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-02-09 11:23:30
მანქანის შენახვა კიდევ უფრო ძვირდება. ტექინსპექტირების შემდეგ, 2019 წლის ივლისიდან, უკვე საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება, რომლის ღირებულებაც წელიწადში, მინიმუმ, 100-150 ლარი იქნება. ინიციატივას ჯერჯერობით კანონპროექტის სახე აქვს, თუმცა უკვე წარედგინა პარლამენტს.
გუშინ მძღოლებისთვის არასასიამოვნო ცვლილების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:
კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 კბ/სმ-ზე მეტია - 75-110 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა - 3500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება - 100-150 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება - 160-240 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3500 კგ-ს აღემატება - 210-310 ლარი;
მისაბმელისათვის - 50-75 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის - 60-90 ლარი.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, უკვე წარედგინა პარლამენტს. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება), სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ასევე, მძღოლს, ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში კვლავ დაუზღვევლად გააგრძელა ავტომობილის მართვა, ხელმეორედ დაჯარიმდება.
ცნობილია მხოლოდ ტარიფები და ჯარიმების ოდენობა, თუმცა რას დააზღვევს და რას - არა აღნიშნული პაკეტები, უცნობია. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონპროექტი მათთან კონსულტაციების გარეშე შემუშავდა.
"გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მაქვს მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი," - ამბობს საავტომობილო სფერს სპეციალისტი დავით მესხიშვილი. მისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მაინცდამაინც ახლა ამ სისტემის ამოქმედება, როცა ავტომფლობელთა ხარჯი ტექინსპექტირების გამო ისედაც დიდია.
"მოულოდნელად გავრცელებული ინფორმაციის შედეგად კითხები მაქვს ბევრად მეტი, ვიდრე პასუხები. ეს ინიციატივის ავტორთა დამსახურებაა, რომლებსაც კანონპროექტის შექმნის დროს ნულოვანი კოორდინაცია ჰქონდათ არასამთავრობო სექტორთან და საექსპერტო ჯგუფებთან. არც განხილვა, არც სამუშაო რეჟიმი, არაფერი ამის მსგავსი.
კითხვები არის ასეთი: რატომ ახლა, ნაუცბათევად და მიჩუმათებულად შეაპარეს პარლამენტში განხილვის გარეშე ასეთი მასშტაბური ცვლილება? მაშინ, როცა მძღოლებს ძალიან დიდი ხარჯი აწევთ ისედაც, რატომ იყო სავალდებულო, მაინცდამაინც ახლა დაწყებულიყო სავალდებულო დაზღვევა და არა 2020 წლიდან? ვინ დაადგინა და რის მიხედვით დათვალეს ტარიფები, რა გაანგარიშებას ეყრდნობა ეს? დაზღვევა შესაძლებელი იქნება ყველგან, თუ ეს იქნება სახელმწიფო დაზღვევა? ხომ არ არის ეს ყველაფერი რაიმე ბიზნეს გარიგებასთან კავშირში, რადგან ასე უცებ მოხდა?
ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. გასაგებია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაზღვეული და ისიც, როდესაც მანქანით მოძრაობს ადამიანი, შეიძლება სხვა დააზარალოს. ამიტომ სახელმწიფო შეიძლება ერეოდეს დასაზღვევ ობიექტში, ამის პრაქტიკა სხვაგანაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამ ეტაპზე, რას აზღვევს და რას - არა კონკრეტული პაკეტები," - აცხადებს დავით მესხიშვილი "ბინზეს-რეზონანსთან".
კიდევ უფრო მწვავეა ეკონომისტების შეფასება. სხვის ჯიბეში ძრომიალის ახალი მეთოდი, - ასე აფასებს სავალდებულო დაზღვევის ინიციატივას "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.
"ამ გადაწყვეტილებას ვერანაირი საერთაშორისო გამოცდილებით და პრაქტიკით ვერ გაამართლებს ვერავინ. როგორ შეიძლება, სახელმწიფო გკარნახობდეს, დააზღვევ თუ არა საკუთარ ნივთს? კითხვაც კი ზედმეტად მიმაჩნია. სინამდვილეში, ახალ საფეხურზე აიყვანეს სხვის ჯიბეში ძრომიალი და თაღლითობა," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შეშელიძემ.