EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი - ღია წერილი მთავარსარდალს! »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-02-10 21:00:16
გატყობთ ,,გათეთრდით" უკვე მოღალატეს აღარ გეძახიან? ახლა ჯარის ,,კრისებს" სჭირდებით რადგან პოლკოვნიკის წოდებიდან ზემოთ ჩინს მხოლოდ უმარლესი მთავარსარდალი ანიჭებს.
დავიწყებ იმით რომ იზორია ნაძირალაა. კორუმპირებული ნეპოტიზმის წამხალისებელი და ა.შ.
იქნებ ჰკითხოთ როგორ მიიღო პრემია-დანამატის სახით ნახევარი მილიონი ლარი, როგორ შეიძინა ერთი ბინს მერე მეორე შემდეგ მესამე ისევ მეოთხე და ა.შ.
როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ხართ მინისტრ იზორიას პასუხი მოსთხოვოთ არმიაში მევახშეობის ფაქტებზე.
იცით რომ ჯარში ახალი სოციუმი ,,სამხედრო მევახშეები" წარმოიშვა? თანაც თანხას მხოლოდ ევროში აპროცენტებენ?
რადგან იზორიასთან საუბარს აზრი აქ აქვს იქნებ თქვენ მითხრათ რახდება?
ჯარი ბატინკის და ფორმის გარეშე დატოვეს ბიჭებს 24 საათიან განწესში გახეულ ბატინკებში წყალი შესდით და ფეხები ეყინებათ ამ დროს კი მმართველ რგოლთან დაახლოებული ნაძირლები არმიის კუთვნილ აღჭურვილობას და ჩასაცმელს ინტერნეტით ყიდიან.
საბრძოლო საცავებიდან ასი ათას ცალ ავტომატის ტყვიას კრიმინალური ჯგუფი ორგანიზებულად იპარავს პროკურატურა ზოგს საპროცესო გარიგებით უშვებს ზოგიც ბაზაზე ჰყავთ დაბრუნებული.
ჯარში დედოვშინის ფაქტები სახეზეა, არაერთი სამხედრო მოსამსახურე სავადმყოფოში მოათავსეს- მათი მშობლები ფიზიკურ ტრამვებზე საუბრობენ სამხედრო პოლიცია კი ემოციურ აშლილობებზე ზღაპრებს თხზავს.
,,დელტად" წოდებული ბუნაგი მილიონებს ათეთრებს. რუსეთიდან ჩამოთრეული უჩა ძოძოაშვილი ახალ იარაღს ლუდის ქარხნის ტექნოლოგს უკვეთავს და შედეგიც სახეზეა გაფლანგულია მხოლოდ ხალხის ფული.
მივლინებები იცოცხლე უყვართ ამერიკაში ბატონი უჩა პროფესიონალების მაგივრად მეგობარ გოგონასთან ერთად დადის. რომელსაც დეპარტამენტი შეუქმნა და სახელმწიფო ხარჯით სახლამდე ღამე მანქანით ემსახურებიან.
იქნებ ჰკითხოთ მაგ თვითკმაყოფილ ბრიყვს სურათზე შავ ქურთუკში მინიონივით რომ იკრიჭება - ავღანეთის მისიაში მინისტრის სიძეობით გაგზავნილ კონტიგენტის სერჟანტ პაპავას რა როლი ჰქონდა იქ არჩევნების გაყალბებაში?
თქვენ ზუსტად ამ და სხვა თემებზე სასტუმრო ,,მარიოტში" დახურულ კარს მიღმა გიკეთებდით 7 წუთიან მოხსენებას, სადაც თავად მიმიწვიეთ, თქვენ 6 წუთის განმავლობაში თავჩახრილი ისმენდით და იწერდით ჩემს მონოლოგს სევე ორი არასამთავრობო უწუების თავჯდომარე დამატებით გთხოვდათ გარკვეულიყავით რა მოხდა ავღანეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?
რატომ თქვა იზორიამ უარი თადარიგის ოფიცრებით დაკომპლექტებული ჯგუფის წაყვანაზე და როგორ მოხვდა იქ ნაცების პოლიტპარტიის ლიდერი გია ბარამიძე.
შენ ხალხს დიპლომატია კიარ უნდა ეთამაშო შენი ხალხი უნდა გიყვარდეს თუ რათქმაუნდა ქართველ ერს თქვენს ხალხად თვლით..
მე არავის მიღებებზე, შეხვედრებზე და ,,ივენთებზე" იქნება ეს საპრეზიდენტო თუ სამინისტრო დონის უშედეგოდ სიარულის სურვილი არ მაქვს ასეთ ფორმალობებს არ მივესალმები და ვერც ვერავინ შეძლებს ასეთი ვიზუალური ეფექტით ჩემი კეთილგანწყობა ,,იყიდოს".
უამრავი სამხედრო საპყრობილეში ზის მათი ცხოვრება ათმაგად მძიმე არის დანაშაულის ზღვარზე ისინი სხვადასხვა სოციალურმა პრობლემებმა მიიყვანა. არცერთ მათგანს რეაბილიტაციის კურსი არ გაუვლია. სოციოლოგებისგან ეს პრობლემა შეუსწავლელ მხარედ რჩება.
შეწყალების კომისიაში არცერთი მათგანი სამხედრო-იურისტი არ გვყავს.
გეკითხებით რატომ?
მე თქვენ მოგმართეთ წერილით და ამ შეკითხვაზე თქვენგან ოფიციალურ პასუხს მოვითხოვ.
სამხედრო ომბუდსმენი ერთი უმაქნისი ბუტაფორიაა. ქალბატონი რომელსაც ფეხზე ჰკიდია ყველა სამხედრო მათშორის ნაწამები და თვითმკვლელობამდე მიყვანილი ჯარისკაცები ( ყველა დოკუმენტი ხელზე მაქვს) ეს სიტყვები ჰაერზე ნასროლი არ გეგონოთ.
არმიას წაართვეს დამსახურებილი ჯილდოს და სამართლიანი სასჯელის ოქროს წესი.
გენერლებად გახდა პერსონები პარლამენტში ბიძის ბიძობით.
სამხედრო ქალაქში ოფიცრებს ბინებს ჩაწყობით აძლევენ. ბევრი ასეთი ბინა ჯიპებში გადაცვალეს. სამხედრო ქალაქში ჩინელები თურქები და ირანელები ცხოვრობენ ამ დროს კი როცა ოფიცრებს ისედაც მიზერული ხელფასით დაქირავებული აქვთ საცხოვრისები ლუკმა-პურის ფული უჭირთ.
მინისტრი იზორია ნაფარეულის 7 ნომერში ვაკის ფეშენებელურ რიგით მეათე ,,ბაითს" აზერბაიჯანელ დიპლომატზე აქირავებს.
მთავარსარდალო ბნელა?
ახლა ანონიმურობის დაცვით ვასაჯაროებ ეპიზოდს ჯარისკაცის მეუღლის მიერ მოწერილი წერილიდან.
,,არვიცი როგორ მოვიქცე ვისთვის მიმერთა. არ ვიცი რა გავაკეთო...დაემართა ტუბერკულოი. საავადმყოფოში მოათავსეს სამითვეა...
სამი თვის შემდეგ წამლები უნდა დალიოს მაისამდე და თავისუფალი იქნებიო. ექიმმა ვეღარ იმუშავებ დავდაცვის სტრუქტურაში ძალიან ვნერვიულობ უმეშევარი ქირით ვცხოვრობთ. ბანკის ვალი 25000ლარი გვაქვს მე არ შემიძლია დავეხმარო მკერდის სიმსივნე მაქვს წლებია მეუღლის წყალობით აქამდე ფეხზე ვიდექი.არვიცი რომელი პრობლემა ჩამოვთვალო...სამსახურიდან უშვებენ აქამდე არ მეუბნებოდა...უთხრეს არცერთი კურსი არ გაქვს გავლილი და ვერ დაგაბრუნებთო...
სადა სამართალი 12 წელი კურს გაუვლელი სჭირდებოდათ ახლა რატომ არ შეიძლება გამოჯამრთელებული დაბრუნონ?...
მთელ კვირეებს ჯარში ატარებდა უფრო ხშირად ორკვირაში ორი დღე მოდიოდა სახლში იმის გამო რომ მგზავრობის ფული ხშირად არ ჰქონდა...
რომ ჩვენ პურის ფული არ მოგვკლებოდა...
ახლა რაგავაკაეთო მომავლის იმედი ამ ქვეყანაში აღარ გამაჩნია ვისაც მივმარე დაპირებების შემდეგ ტელეფონებს არ პასუხობენ.
ქალბატონო სალომე ცოტახნით დაივიწყეთ თქვენი რეგალიები და როგორც ქალმა ისე შეხედეთ ამ პრობლემას, ცოტა ხნით თავად ჩასახლდით ამ კიბოიანი გოგოს სხეულში და მერე გამკიცხეთ მე რომ ასეთი მწვავე წერილი მოგწერეთ....
მე არ ვოცნებობ, ცხოვრებას იმედის თვალით უყურებ ამიტომ იმ ,,კაცის" არ მჯერა ვინც მესიჯით რუსეთის აგენტობა ჯერკიდევ არმიაში მოქმედ უფროს ლეიტენანტს დამაბრალა, პასუხის მოსათხოვად მისულს კი კაბინეტში დამემალა, დღეს ეს კაცი გენერალური შტაბის უფროსია და გირჩევთ შემდგომ ვარსკვლავს მის სამხრეებზე ნუ მიაკერებთ რადგან აგენტად ,,მონათვლის" ტალახი თავადაც იგემეთ ჯარი რადღეშიცაა ჩემი წერილიდანაც ჩანს.
გირჩევთ მოუსმინოთ კომპეტენტურ საზოგადოებას,
აწარმოოთ მათთან დიალოგი.
თორემ თქვენი პიროვნული თვისებები და პრეზიდენტის ხელფასის არ აღება თქვენი ვალდებულებებიდან არ გიხსნით.
P.S. ჩემს ნათესავებს, მეგობრებს და ახლობლებს ვთხოვ არავინ მომიახლოვდეს იზორიას ირგვლივ შემოთვლილი დანდობის თხოვნებით.
,,მე ღირებულებებით და პრინციპებით არ ვვაჭრობ"
ამ ქვეყნად არ მაქვს არავის ვალი არც ნათესავების არც მეგობრების და არც ახლობლების.
როცა ვიღუპებოდი ჩემთან უბრალო ხალხი მოვიდა უანგაროდ მიხსნეს მე მხოლოდ მათი ვალი მაქვს საზოგადოების ვალი.....
პატარა დავითმა დიდი გოლიათი მცირე კენჭით და ვეებერთელა სიმართლით მოკლა - მე მჯერა ჩემი ბრძოლის!