EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თბილისში არ გინდათ მეტროპოლიტენი?! - იოსებ სტალინი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-02-10 21:14:53
_ 1950 წლის დასაწყისში სტალინი თავისთან იწვევს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს _ კანდიდ ჩარკვიანს და ეკითხება: «თბილისში არ გინდათ მეტროპოლიტენი?!»
ჩარკვიანი: «ბარე, რომ გვინდა, მაგრამ ნახევარმილიონიან ქალაქს ვინ დაგვიფინანსებს ასეთ ძვირადღირებულ ობიექტს?!»
«შენ დასვი საკითხი პოლიტბიუროზე, _ ეუბნება სტალინი, _ მეტროპოლიტენი არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა».
1951 წელს დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა.
_ რატომ დაუშვა სტალინმა გამონაკლისი ნახევარმილიონიან თბილისში მეტროპოლიტენის აშენებასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში მილიონიანი ქალაქიც ბევრი იყო.
_ საქმე ისაა, რომ პენტაგონმა, ტრუმენის დავალებით, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ცივი ომის პირობებში, შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა. მიზანში ამოღებული 20 ქალაქიდან ერთ-ერთი თბილისი იყო.
სტალინს არ უნდოდა რომ მის სამშობლოს ხიროსიმასა და ნაგასაკის ბედი გაეზიარებია!
(თ.მურაჩაშვილი)