EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?
დარეგისტრირებული მომხმარებლები
misho11
ჭოლა
adada
zviad
sofia
« რობოტი პოლიციელები ამერიკელ პოლიციელებთან იმუშავებენ »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2019-06-01 20:38:21
რობოტი-პოლიციელი SRI International-ის ინჟინრებმა შექმნეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეფასებით, რობოტი-პოლიციელი ამერიკელი სამართალდამცავების მუშაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. პოლიციელს აღარ მოუწევს გაჩერებულ ავტომობილთან მისვლა და მძღოლის მართვის მოწმობის მოთხოვნა.
რობოტი აღჭურვილია ვიდეოკამერით, დისპლეით და სკანერით. დისპლეი პოლიციელს საშუალებას მისცემს მძღოლს ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე გაესაუბროს. მძღოლის იდენტიფიკაცია და მისი მართვის მოწმობის გადამოწმება სკანერით მოხდება. საჭიროების შემთხვევაში პოლიციელი ჯარიმას პრინტერით საშუალებით გამოწერს
შემქნელები აცხადებენ, რომ პოლიციელი-რობოტის გამოცდა პრაქტიკულად დასრულებულია და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია.