EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტაიპანი (Oxyuranus microlepidotus) - ყველაზე საშიში გველები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-18 13:32:24

ტაიპანი (Oxyuranus microlepidotus) - ყველაზე საშიში გველები

Oxyuranus-microlepidotus

ოჯახი: ასპიტისებრნი (Elapidae)
გვარი: ტაიპანები (Oxyuranus)
სახეობა: ხმელეთის ტაიპანი (Oxyuranus microlepidotus)
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 2.5 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი (ყველაზე შხამიანი ხმელეთზე)
გავრცელების არეალი: ავსტრალია. გვხდება ტყეებში.
 
გარეგნული აღწერილობა: არის მუქი, ყავისფერ ფერებში, მოყავსფრო-მომწვანო (ყოველ სეზონზე ეცვლება ფერები). გაზაფხულზე უფრო ნათელ ფერებშია, ზამთარში უფრო მუქ ფერებში. ეს სეზნური ცვლილება ემსახურება თერმორეგულაციის მიზანს, რათა გველმა ზამთარში უფრო  დიდი რაოდენობით მიიღოს სითბო, ხოლო ზაფხულში პირიქით. თავი, გვერდები და კუდი შეიძლება ქონდეს განსხვავებულ ფერებში.
 
საკვები: ძირითადად იკვებება პატარა ფრინველებით, ძუძუმწოვრებით და მღრღნელებით. კლავს ერთი ნაკბენით, შემდეგ ელოდება მსხვერპლს სანამ მოკვდება და ბოლოს მიირთმევს მას.
 
გამრავლება: დებს მიახლოებით 12-20 კვერცხს. პატარები იჩეკებიან 2 თვის შემდეგ.
 
ცხოვრების წესი და ქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ეს გველი ყველაზე შხამიანი გველია მთელს ხმელეთზე, იგი არ ითვლება ადამიანისთვის საშიშ გველად მისი რბილი ბუნების გამო. საშიშროება თუ იგრძნო ცდილობს დაიმალოს. აქტიურია დღისით და საღამოთი.
 
შხამი: ხმელეთის ტაიპანის შხამი არის ყველაზე ძლიერი შხამი რაც კი გვხდება ხმელეთზე მობინადრე გველებს შორის. მისი შხამი შეიცავს ძალზეც ძლიერ ნეიროტოქსინებს,  და 50%ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე სამეფო კობრასი. ერთი ნაკბენით შეუძლია მოკლას 100 ადამიანი და 250 000 თაგვი. შხამის რეაქციას საკმაოდ სწრაფია და ზრდასრულ ადამიანის კლავს 45 წუთში.