EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Amazon-ის და აეროკოსმოსური კომპანიამ, მთვარის მისიისთვის, მოდულ Blue Moon-ის პროტოტიპის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართა »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2019-07-01 15:46:23
ეს საოცარი აპარატია და მას მთვარეზე აუცილებლად გავუშვებთ. Blue Origin-ს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების მისიაში, რადგან ჩვენ ამ პროქტზე მუშაობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყეთ- ჯეფ ბეზოსი.
Amazon-ის და აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მოდულ Blue Moon-ის პროტოტიპი წარადგინა. ბეზოსის განცხადებით, კოსმოსური აპარატის შექმნაზე მისი კომპანია უკვე სამი წელია მუშაობს.
BBC-ის ცნობით, ხომალდი Blue Moon მთვარის სამხრეთ ნაწილში, სადაც კრატერებში ყინულია აღმოჩენილი, თანამგზავრებსა და როვერებს განალაგებს. „დროა დავბრუნდეთ მთვარეზე, ამჯერად, დასარჩენად“, – განაცხადა ბეზოსმა, როცა საკუთარ „მთვარის მიზნებს“ ვაშინგტონში, Nasa-ს წარმომადგენლებსა და პოტენციურ კლიენტებს უზიარებდა.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავრობამ NASA-ს კონკრეტული დირექტივა მისცა 2024 წელს მთვარეზე პილოტირებული მისია გააგზავნოს. კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს ჯერჯერობით კონგრესისთვის წარდგენილი არ აქვს მთვარის პროგრამის ფინანსური ხარჯების ანგარიში. ასევე უცნობია პროექტის ტექნიკური დეტალები. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯეფ ბეზოსი ამ პრეზენტაციით გარკვეულწილად ცდილობს NASA-ს მთვარის პროგრამაში საკუთარი კომპანია ჩართოს.
ბეზოსმა მოდულის ტექნიკური მახასიათებლებზე მოკლედ ისაუბრა. მისი განცხადებით, აპარატს მთვარეზე 3,6-დან 6,5 ტონამდე ტვირთით დაშვება შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში Blue Moon დედამიწის თანამგზავრზე დიდ პილოტირებულ მთვარემავალს გადაიყვანს. აპარატი ნავიგაციის უახლესი სისტემით იქნება აღჭურვილი. მისი ძრავა BE-7 თხევად წყალბადზე იმუშავებს.
Amazon-ის დამფუძნებლის გათვლებით, მთვარის სამხრეთ ნაწილში, კრატერებში არსებული ყინულისგან ჰიდროგენის მიღება შეიძლება, რაც შეიძლება ერთგვარ საწვავად გამოდგეს, მზის სისტემის ფარგლებში, კოსმოსური მისიებისთვის. ბეზოსს სჯერა, რომ საჭიროა მთვარეზე ადამიანის დაბრუნება, რადგან მომავლის სამყარო კოსმოსში ცხოვრებასა და მუშაობას მოითხოვს.
აპარატის ძრავის გამოცდა ზაფხულში უნდა დაიწყოს.
ხოლო ტრამპის დირექტივა NASA-ს: დაბრუნდნენ ამერიკელები მთვარეზე - დოკუმენტზე ხელი მოწერილია. ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დებს პირობას, რომ ამერიკას დაუბრუნებს კოსმოსში ლიდერის პოზიციებს და ამისათვის, პირველ რიგში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით, მთვარეზე დაბრუნდება.