EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რუნები ან რუნული წარწერები »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2019-10-07 14:52:45

რუნები ან რუნული წარწერები
ზიგფრიდ კიუმერი თვლიდა, რომ რუნები ასრულებენ როლს ხიდისა, რომელიც ადამიანს უძველეს „არიულ“ ღმერთებთან აკავშირებს. იგი მიიჩნევდა, რომ თითოეული რუნა შეესაბამება ადამიანის სხეულის მდგომარეობას. აგრეთვე მას აუცილებლად მიაჩნდა რუნათა სხვადასხვა კომბინაციების მღერა. შედეგად, ამ მოსაზრებების გავლენით, ადოლფ ჰიტლერმა რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში გამოიყენა. კიუმერი წერდა:
 
„რუნული მაგია ხუთი კოსმოსური სფეროდან გამომავალი სხვადასხვა ენერგეტიკული ნაკადის მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ფიზიკური სხეულისთვის შესაფერისი პირობების შექმნა — ანუ საჭირო რუნული პოზის მიღება — და ენერგეტიკული ნაკადების აღქმისთვის საკუთარი ცნობიერების მომართვა. ეს კეთდება სპეციალური რუნული ბგერების დახმარებით, რომლებსაც ძველი გერმანელები უწოდებდნენ „გალდს“ (galdr — „შელოცვა“, „მაგიური სიმღერა“).“
 
კენეტ მედოუზის წიგნიდან: “რუნების მაგია”
 
 
რუნა ლაგუს,ლაუკრ (Laguz,Laukr)
 
Laguz
Laukr – რთული რუნა (სახიფათო) , ძირითადი ძალა წყალი (წყლის სტიქია), აქვს პირდაპირი კავშირი მაგიურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებთან, საჰასრარა,აჯნა ,საჰასრადალა ჩაკრებთან.ცივი ენერგია, საკმაოდ მჭიდრო კავშირი მთვარის ენერგეტიკასთან, ენერგეტიკაში აქვს მერკურის ანაბეჭდიც.ასევე აქვს კავშირი მკვდრების სამყაროსთან. საკმაოდ ძლევამოსილია და უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია, მაგრამ მოითხოს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას,კომბინაციაში სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას და სათანადო რუნების შერჩევას. არასწორ გამოყენებას, ცუდ მობყრობას ან შეურაცხყოფას შეიძლება მოჰყვეს „ხედვის“ დროებით დაკარგვა (რომელიმე ექსტრასენსორული შეგრძნების,რამდენიმესი ან ყველასი ერთად),ან მძიმე შემთხვევაში სამუდამოდ. ფსიქიკური პრობლემები. ენერგეტკული გამოფიტვა (შესაძლებელია,რთულ შემთხვევებში, სრულიად წართმევაც, ანუ გოლემად ქცევა),მძიმე დეპრესია,უკანასკნელი და ყველაზე მძიმე შემთხვევა სიკვდილია.
 
რუნა ხშირად გამოიყენება ინტუიციის გასაძლიერებლად, აზროვნების და შემოქმედებითი პროცესების მშვიდი და სწორი დინებისთვის, ექსტრასენსორული ძალის გასაძლიერებლად (ხედვა), რამის ან ვინმეს „დასამალად“, დასამშვიდებლად, ტრანსში გასასვლელად. სკანდინავებში და სლავებში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ,წმინდა რუნად.
რუნა იძლევა მოვლენების ,სწავლის,საქმეების წყალივით დინებას. ზოგიერთი ადამიანი იყენებს რაღაცეების დასაფარად, მაგალითად საბრძოლო მოქმედებებისას მებრძოლთა რაზმის შეუმჩნევლობისთვის და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის (პროცესი რომ წყალივით მიმდინარეობდეს) ან რაიმეს დასაფარად უცხო,არასასურველი თვალისგან.
ლაგუსის მნიშვნელობა სწორ მდგომარეობაში საკმაოდ დადებითია:
საქმეების მარტივი დინება, ემოციები, ქალური ინტუიცია, გრძნობები, ცვალებადობა, წარმოსახვა (ფანტაზია;მუზა), ილუზიები, სიზმრები, მაგიური ხასიათის გავლენა ვინმეზე ან რამეზე, ექსტრასენსორიკის გაუმჯობესება, მძაფრი და მკვეთრი შეგრძნებების უნარი.
 
მაგრამ ამობრუნებულ მდგომარეობაში ძალიან მძიმე: შეფერხება, სირთულეები საქმეებში, ფსიქიკური პრობლემები, სნეულება,ილუზიები (ნეგატიური,საზიანო მნიშვნელობით),
 
გადაღლილობა(დაძაბულობა,
გამოფიტვა,ნერვოზი,უძილობა), სიგიჟე, შებყრობილობა, სიკვდილი, სუიციდი.
კატეგორიულად არ ვურჩევდი გამოუცდელ ადამიანებს ამ რუნასთან დამოუკიდებლად ექსპერიმენტების ჩატარებას. თავად მქონია შეხება და მინახავს შემთხვევები (არაერთხელ), როდესაც მისმა არასწორმა გამოყენებამ,უკუღმა გამოყენებამ, აგდებულმა დამოკიდებულებამ ან შეურაცხყოფამ გამოიწვია სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, ფსიქიკური პრობლემები და სიკვდილიც კი…
 
(ყოველივე ამას არ ვამბობ მკითხველთა დასაფრთხობად ან შიშის დასანერგად, ამას ვაკეთებ უბრალოდ დაზღვევისთვის და მათი კეთილდღეობისთვის, რათა არ დაუშვან მსგავსი შეცდომები).
 
ლაგუსი ყველაზე ძლიერი სტიქიის, წყლის სიმბოლოა, ამიტომაც ის მოითხოვს მეტ სიფრთხილესა და პატივისცემას. თუ ადამიანი გამოცდილია, ამ რუნის გამოყენება შეიძლება ძალიან ძლიერი დანიშნულებით და მრავალი დადებითი მიზნისთვის, ის ბევრ სიკეთეს მოუტანს ადამიანს, რომელიც ამას დაიმსახურებს.
 
რუნა რაიდო (Raido)
 
Raido
Raido – გადაადგილების რუნა, აღნიშნავს მოძრაობას, მოგზაურობას,ჩქარ და მარტივ გადაადგილებას, გზას,სიჩქარეს.
 
რუნა ზოგჯერ არის დამღლელი,ზოგჯერ საკმაოდ მძიმე ან უხეშიც. ეს გამოიხატება გამოყენების შემდგომ ეფექტებში –  რუნა ასე ვთქვათ ადამიანს „ცოტახნით მონის როლს აძლევს“, როდესაც ადამიანს მისცემს იმას რასაც მოსთხოვენ, ის ადამიანს ავტომატურად ართმევს ძალიან ბევრ ენერგიას (გეგონება აძალებს მოქმედებას ,რათა დაღალოს,გამოფიტოს. ცოტათი აწვალებს. პირადად მე შევადარებდი სპორტის მწვრთნელს, რომელიც ამბობს „კარგი იყო ხო დასვენება და მოგზაურობა? ხოდა ახლა შემოირბენ სტადიონს 10-ჯერ, გააკეთებ 100 ბუქნს და 100 აზიდვას!“)
 
მაგ.: თუ ადამიანმა მოითხოვა A პუნქტიდან B პუნქტამდე ჩქარა მისვლა და პირობა შესრულდება, რაიდო მას მაინც აიძულებს რომ შემდგომში დაიხარჯოს,ირბინოს, იაქტიუროს, არ მოასვენებს ადამიანს სანამ კარგად არ გამოფიტავს (თუმცა ყოველივე ეს ხდება მიზნის მიღწევის ბოლოს. არ არის სახიფათო,უბრალოდ დამღლელია და ზედმეტი,ხშირი გამოყენებისგან მოგიწოდებდით, რომ თავი შეკავოთ) არ არის რეკომენდებული (შეიძლება ითქვას,რომ იკრძალება) გამოყენება/ტარება ბავშვებისთვის, რადგან მათი ენერგია ჯერ სუსტი და ფაქიზია,გაუჭირდებათ.
 
რაიდოს ენერგეტიკაში აქვს მერკურის გავლენა. რუნა პირდაპირ კავშირშია მოვლენებთან, ქმედებებთან, ფიზიკურ აქტივობასთან. კარგი თილისმაა მოგზაურებისთვის (ხშირად ნიშნავს გადასააადგილებელი ტრანსპორტის ან გზის ნდობას), სხვა რუნებთან ერთად გამოიყენება ტრანსპორტის (ცხენი,ეტლი,გემი,ნავი,მანქანა…) დამცავ კომბინაციებში, ასევე შრომაში (თუ აუცილებელია რაიმეს ჩქარი შესრულება).
 
რაიდო ასახავს სათავის და ბოლოს გაერთიანებას, პროცესის/ციკლის შესრულებას (მაგრამ არა დასასრულს), საქმის ბოლომდე მიყვანას, გზის ბოლომდე გავლას, შეხვედრას დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ ( აქამდე ვახსენე ის ენერგიას იღებს პროცესის დასრულების შემდეგ_ როგორც ცხენი,რომელმაც დიდ გზაზე მოგვატარა და ბოლოს მივუშვით რათა კარგად ჭამოს, მოიკლას წყურვილი და შეისვენოს).
 
რუნა ხშრად ასახავს დროს ან სიჩქარეს. მაგალითად: ფინანსური თვალსაზრისით – იმას,რომ სწორი დროა ინვესტიციებისთვის, კარგი დროა ახალი შენაძენებისთვის, საჭიროა ჩქარი აქტივობა.
 
სწორ მდგომარეობაში რაიდო ნიშნავს : გეზს,კონტროლს, მართვას, წესრიგს, გეგმას, ზუსტად გათვლილ მიზნებს,მოძრაობას,გადაადგილებას, სამგზავრო საშუალებას, გზას, მოგზაურობას,მივლინებას, კოორდინაციას (ორიენტირების უნარს). (ზოგჯერ;გააჩნია კონტექსტს) კანონს ან დოკუმენტსაც შეიძლება ასახავდეს.
ამობრუნებულ მდგომარეობაში მისი მნიშვნელობებია : მოულოდნელობა, დაუგეგმავი/უკონტროლო მოვლენები,ჩვეული ბალანსის დარღვევა, ცუდი/უსწორმასწორო/პრობლემური გზა, წინაღობები გზაში, მანქანის გაფუჭება (ან სხვა ტრანსპორტის დაზიანება),ავარია, მცდარი გზა (არასწორი გეზი) , დაკარგვა,მოვლენის შეფერხებული და ნელი დინება.
 
ამ რუნას ხშირად იყენებდნენ მეზღვაურები , ღმერთების წყალობისთვის, მშვიდი და უსაფრთხო გზისთვის. ცხენოსნები ჩქარი გადაადგილებისთვის ან მოგზაურები რათა არ დაბნეულიყვნენ ან დაკარგულიყვნენ გზაზე.
 
ალგიზ (Algiz,Algir)
 
Algiz
Algiz – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რუნა, ეკუთვნის უმაღლესი რანგის რუნებს და არის ერთ-ერთი ოდნის რუნათაგან. ის არის  დაცვის რუნა, ეწინააღმდეგება გარეგანი ნეგატივის და საზიანო ძალების შემოჭრას, აძლიერებს საფრთხის წინასწარმეტყველების უნარს.
 
საკვანძო სიტყვა არს მობრუნება,შემობრუნება,მოხვევა… ეს რუნა აღძრავს და მოუწოდებს, შეიძლება ითქვას აიძულებს კიდეც ადამიანს, რომ ფრთხილი იყოს,აცილებს არასასურველ დარტყმას.. დროულ მოქმედ
 
ებაზე , ერთგულ ქმედებებზე და სწორ,ნათელ ხედვაზე უბიძგებს, სწორედ ეს ხდება ადამიანის ძირითადი ძალა (იმ ადამიანის , რომელიც ატარებს ან იყენებს ამ რუნას).
 
ალგიზი სწორ მდგომარეობაში შეიძლება ნიშნავდეს : აქტიურობას, სიფრთხილეს, დაცულობას, ზრუნვას, ღვთიურ დაცვას, სიბრძნეს (მაგიის სფეროში) , ნაყოფიერებას,ძლიერ იმუნიტეტს,ჯანმრთელობას .
 
უკუღმა გადაბრუნებული ალგიზი საპირისპრო მნიშვნელობას იძენს: რაღაცის ან ვიღაცის კონტროლში მოქცევა_დაქვემდებარება (ნეგატიური გაგებით) , დაუცველობა, მარტივი სამიზნე , სისუსტე , სნეულება, შეპყრობა, კაპიტულაცია,დაპყრობა და სხვა…
 
ეს რუნა ხშირად ასოცირდება : დაცულობასთან, ლერწამთან, ირმის(ლოსის) ძალასთან (მისი რქების ძალასა და სიმტკიცესთან) , ცვლილებებთან უკეთესობისკენ, კარდინალურ ცვლილებებთან, ემოციებთან, საკუთარი თავის ან საქმის კონტროლთან.
 
ეს რუნა არის მებრძოლი ადამიანის სარკე, მისი ფარი , მისი იარაღი, ის მას ეფარება როგორც ლერწამი ან როგორც ირმის ჩახლართული და დაგრეხილი რქები, ამის საშუალებით მებრძოლს ეძლევა სივრცე მეტი მოქმედებისთვის და მოქნილობისთვის. ეს რუნა უზრუნველყოფს ამ მოქნილი და დაცული ჩარჩოთი , მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ადამიანზე და მის ქმედებებზე .
 
ადამიანს რომელიც თვლის, რომ სჭირდება ოდინის დახმარება, რომ სჭირდება სწორ გზაზე დაყენება, დაცულობა , ღმერთების ზრუნვა… შეუძლია რუნის ტარება, სამკაულზე, ამულეტის სახით, სხეულზე დახატვით და სხვა. ეს რუნა გამოიყენება დაცვისთვის, ადამიანის , ნივთის, ცხოველის, შენობის ან ნებისმიერი სასურველის, ასევე იარაღის სიმტკიცისთვის .
 
პ.ს კიდევ გავიმეორებ, თუ არ ხართ გარკვეული რუნების სწორ მოხმარებაში, თუ არ ფლობთ სათანადო ცოდნასა და ძალას დამოუკიდებლად არ სცადოთ ექსპერიმენტების ჩატარება
 
ბიარკან ; ბერკანა (Bjarkan ; Berkano)
 
Bjarkan
Bjarkan – ძლიერი რუნა, ზრდის რუნა, დაცვის რუნა. ძირითადი ძალა __ დედა ბუნება, ბუნების დაცვა, ბუნების სიძლიერე. ვენერას ენერგია. ხელს უწყობს ნაყოფიერ განვითარებას, დაბადებასა და აღდგომას (რეგენერაციას,ხელახლა აღზევებას),ჯანმრთელობა და სითბო, დამრიგებელი,აღმზრდელი,აქვს პირდაპირი კავშირი მანიპურა და ანაჰატა_ჩაკრებთან.
ეს რუნა ხშირად ასოცირდება არყის ხესთან. ბერკანა არის სახლი, რომელშიც ყოველთვის მიგიღებს და დაგხვდება დედა, ბერკანა არის ოჯახის სიხარული, მოაქვს სითბო და ბარაქა სახლსი, ეხმარება თავის შვილებს,ბავშვებს.
 
 
ის თითქმის ყოველთვის აღნიშნავს დაბადებას, არააქ მნიშვნელობა ეს ადამიანი იქნება, ცხოველი, იდეა ჩვენს თავში თუ განცდა გულებში, რაც მთავარია ეს ყველაფერი პოზიტიური და კარგი გაგებით.
 
 
ბერკანა საკმაოდ თბილი და ნათელი რუნაა ,თუმცა ძალიან ძელვამოსილი და დაუნდობელია მის მიმართ ვინც მას შეურაცხყოფს ან შეეხება მის სიწმინდეს, მის შვილებს, სამყაროს.
 
 
ბერკანა არის დედა, რომელიც ჩაგკიდებს ხელს და წაგიყვანს გზაზე, არ მოგცემ გადახვევის საშუალებას, თუ საჭირო გახდება გადაგეღობება და მკერდით დაგიცავს ,როგორც დიდი ხე.
რუნა სწორ პოზიციაში აღნიშნავს : ზრდას, ნაყოფიერებას, კარგ გრძნობებს (კარგ განწყობას,კარგ ჯანმრთელობას) , საქმეების უკეთესობისკენ წასვლა, ოჯახს, დედას რომელიც აჭმევს ოჯახს და უვლის,ქალს რომელიც ბავშვს კვებავს, სიტუაციის-გარემოს პატრონი (ქალი) , აქტიურობა, დედა ბუნება.
 
Bjarkan
 
ამობრუნებულ მდგომარეობაში ბერკანა ნიშნავს : სირთულეებს ზრდაში, პრობლემებს ურთიერთობებში, ცუდ ემოციებს, უაზრო შეგრძნებას (ბუნდოვანი გრძნობები, ამღვრეულობა, ცოტა ცუდად ყოფნა) , დალაგების აუცილებლობას, გადასახადების გადახდას (ფული, ვალები) , ქალი ცუდი თვისებებით (ავი ქალი,ქალი მავნე ჩვევებით, შეიძლება ბოროტიც კი) , (ქალებში) შეიძლება სქესობრივ პრობლემებს ასახავდეს, რაც მთავარია ის ასახავს სტიქიას, განრისხებულ ბუნებას.
 
 
(ვიმეორებ, თუ არ ხართ გარკვეული რუნების სწორ მოხმარებაში, თუ არ ფლობთ სათანადო ცოდნასა და ძალას დამოუკიდებლად არ სცადოთ ექსპერიმენტების ჩატარება!) 
 
 
რუნა გამოსადეგარია ადამიანისთვის , რომელსაც სჭირდება სწორ გზაზე დაყენება, ზრდა და ნაყოფიერება, ოჯახში სითბო, ბავშვების გაზრდა და სიძლიერე. ადამიანს ,რომელსაც ხშირი ურთიერთობა აქვს ბუნებასთან (ტყესთან, სტიქიებთან), უდაოდ გამოადგება ბუნების დახმარება. ეს არის ღვთიური დაცვა (განსაკუთრებით ძლიერდება ოდინის რუნებთან ერთად) და ხშირად გამოიყენება მაგიური,ენერგეტიკული ზემოქმედებისგან დაცვაში.
 
(მკითხველისთვის : არ სცადოთ დამოუკიდებლად მუშაობა ან ექსპერიმენტების ჩატარება რუნებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახიფათო მაგიის სფეროა. დაინტერესების შემთხვევაში სჯობს მიმართოთ მცოდნეს)
 
რუნა ოდალ (Odal, Othel) ᛟ
 
Odal
(მკითხველისთვის : არ სცადოთ დამოუკიდებლად მუშაობა ან ექსპერიმენტების ჩატარება რუნებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახიფათო მაგიის სფეროა. დაინტერესების შემთხვევაში სჯობს მიმართოთ მცოდნეს)
 
Odal – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვის რუნა.
ძირითადი ძალა __ გვარის სულებიდან მოდის(რუს. Духи рода)
სატურნის ენერგეტიკა და მერკურის ( ან ურანის) შედარებით მცირე ანაბეჭდი.
ძირითადი საკვანძო სიტყვები ___ არსებობის შეწყვიტა იმისთვის,რამაც გასასვლელი განვლო(ამოწურა თავისი დრო) , რაღაცის მიღება (შენაძენი, ძღვენი…) , მოდგმა, გვარის სულები.
 
ოდალი სწორ მდგომარეობაში შეიძლება ნიშნავდეს : რაღაცის ფლობას, სახლს, სამუშაოს,სოციუმს, პირად ქონებას,შთამომავლობას(რაღაცას რაც გადაიცება შთამომავლობით), ღობეს-გალავანს რომელიც გიცავს, თავისუფლებას, წესრიგს სახლში.
 
ამობრუნებულ მდგომარეობაში ოდალი იძენს საპირისპირო მნიშვნელობებს,თუმცა უმეტესობა მაინც არ ვიტყვოდი რომ ნეგატიურია : გადაწყობა (ცვლილება, არცთუ ისე სასიამოვნო) , ახალი წესრიგი, შესაძლებლობების გაფართოება, ძველისგან განთავისუფლება, ქონების დაკარგვა, შენაწირი (გაცემა, ფულის ან ქონების) , მასშტაბური დალაგება (მაგალიტად სახლის ან საქმეების დალაგება,დიდი და დეტალური პროცესი) , უწესობა-წესრიგის დარღვევა, გვარის სულების დაცვის შესუსტება ან საერთოდ მოხსნა,არ უნდა იქონიოთ ფინანსური დახმარების ან იურიდიული პირების დახმარების იმედი.
 
რათქმაუნდა, ნებისმიერი რუნის მნიშვნელობა დამოკიდებულია კონტექსტზე და ჩადებულ აზრზე, თუ სხვა რუნები უდგას გვერდით ესეც ცვლის მნიშვნელობას.
 
ეს რუნა ხშირად ასოცირდება ბრძნულ გადაწყვეტილებასთან,რომ დანებდე (არა ლაჩრულად ან შიშისაგან არამედ მტკიცედ და ჭკვიანურად), გზები იყოფა და უნდა გაკეთდეს სწორი არჩევანი. ძველი და გამხმარი კანი უნდა მოვიშოროთ (როცა დრო მოდის , გველი იშორებს ძველ კანს, ეს გარდაუვალი ციკლია), ურთიერთობები, რომლებმაც ამოწურეს ყველა რეზერვი და აღარ აქვთ გაგრძელება, უნდა შეწყდეს, მტკიცე გამბედაობა,რომ შეელიო არასაჭიროს (იმისთვის, რომ რაიმე ახალი მივიღოთ, სიახლე შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში –  აუცილებელია ძველი მოშორება, უნდა შეველიოთ არასაჭირო ნივთებს,ხალხს,ენერგიას…)
 
ამ ყველაფერს თან ახლავს ცოდნა-სიბრძნე. რუნა ხშირად ასახავს რაიმე შენაძენს,საჩუქარს , სიახლეს , მაგრამ ამ მომგებიან შემოთავაზებას ახლავს საფასურიც, ადამიანმა თავადაც უნდა გასცეს რამე.
ოდალი ხშირად უკავშირდება იმას, რისი შეძენაც შეიძლება ფულით ან შრომის შედეგად (მიწა, სახლი, საჩუქარი, ფული,ოქრო…) , შეიძლება ასახავდეს ადამიანს , რომელიც მუშაობს რაღაცის მისაღწევად, ოცნების, წადილის ასასრულებლად.
 
რუნა ხშირად უკავშირდება ზემდგომ ადამიანს (ასაკით უფროსს, უფრო მეტის მცოდნე, გამოცდილ, შეიძლება ბებერსაც კი) ან ძველ მეგობრებს და რაღათქმაუნდა წინაპრებს.
 
თუ რუნა უკუღმა ამოქმედდა, ადამიანს სჭირდება ჩქარი რეაგირება ცვლილებებზე,მეტი მოქნილობა, არ არის ლოდინის და ძველ რაღაცეებზე მიჯაჭვულობის დრო, არც ადგილზე მთასავით გაქვავების. წარმოიდგინეთ,რომ ადამიანი ჩავარდა მძიმე და საკმაოდ ჩქარ მდინარეში, აქ მის საპირისპიროდ ცურვა უფრო მალე დაღუპავს კაცს ვიდრე დამორჩილება, მისთვის ბევრად მომგებიანია რომ დინებას მიჰყვეს და შიგადაშიგ ეცადოს განზე გასვლას-ნაპირთან მიახლოებას (მაგრამ ყველაფერი ეს ძალიან ჩქარა ხდება).
(ვიმეორებ, თუ არ ხართ გარკვეული რუნების სწორ მოხმარებაში, თუ არ ფლობთ სათანადო ცოდნასა და ძალას დამოუკიდებლად არ სცადოთ ექსპერიმენტების ჩატარება!)
 
თუ ადამიანი მზად არის სიახლეებისთვის ,თუ მზადაა,რომ რაღაცის მისაღებად თავადაც გასცეს, თუ მას სჭირდება მტკიცე გალავანი რომელიც მას დაიცავს. თუ ადამიანს გვარის სულებისგან დაცვა ან ცოდნა რომელსაც მას ისინი მისცემენ,წინაპრებთან დაკავშირება, ეს რუნა საკმაოდ ეფექტურია, ასევე სახლში წესრიგისა და დაცულობის დასამყარებლად (წინა პოსტებში, ვისაუბრე სკანდინავების აქრიტექტურაზე , ეს რუნა ხშირად გამ
 
ოიყენება სახლის დასაცავად) . მისი გამოყენება ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად, დაცვის შესასუსტებლად ან მოსახსნელად, დამორცილებისთვის ან მისგან რაიმეს ასაღებად (ფულის, საჩუქრების…) ასევე ეფექტურია , თუმცა სხვის წესრიგსა და კეთილდღეობაში შეჭრას თავისი საფასური აქვს , ნებისმიერი ქმედება ადამიანს უბრუნდება ბუმერანგივით და არ ეცადოთ ვინმესთვის ზიანის მიყენებას!
 
 
ავტორი: ნიკა თავართქილაძე
 
esoteriumi.wordpress.com