EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა »
კატეგორია: ფლორა და ფაუნაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-12-12 11:17:09
დინოზავრები (ლათ. Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად დაფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდისდამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომთბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე.საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).
ყველამ ვიცით დინოზავრების შესახებ. ამ პოსტით მინდა ცოტა უფრო მეტი გაიგოთ მათ შესახებ :ucnauri.com: :kiss:
დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ძაღლისოდენა წინამორბედებისაგარ ისინი ვეებერთელა, სპილოს წონა მტაცებლად და ავტობუსის სიგრძე ბალახისმჭამელებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ზომით წიწილას არ აღემატებოდნენ და საოცარი სიმარდით გამოირჩეოდნენ. დინოზავრების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არცერთი, შინაურ კატაზე დიდი ძუძუმწოვარი არ არსბობდა. დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოულოდნელად გადაშენდნენ. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანები დედამიწაზე მხოლოდ 100 000 წლის წინ გაჩნდნენ.
<- რიჩარდ ოუენი
ათასწლეულების მანძილზე ადამიანები მიწაში დინოზავრების ნამარხებს პოულობდნენ, მაგრამ პირველი ნამარხი, რომელმაც ნათელი მოჰფინა გადაშენებული გიგანტური ქვეწარმავლების არსებობას, იყო ეშვებიანი ყბის ძვალი. ის ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა, უილიამბაქლენდმა აღმოაჩინა 1824 წელს და მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც ლათინური სახელი – მეგალოზავრი უწოდა, რაც “დიდ ხვლიკს” ნიშნავს. ტერმინი “დინოზავრი” ანუ “საზარელი ხვლიკი” ბრიტანელმა მეცნიერმა, რიჩარდ ოუენმა შემოიღო 1842 წელს.
მაშინ, როცა დინოზავრები ხმელეთზე ბატონობდნენ, ცაში პტერანოდონი და მისი მსგავსი ქვეწარმავლები ნავარდობდნენ. პტერანოდონები დინოზავრები არ იყვნენ, ისინი უძველეს ქვეწარმავალთა ცალკე შტოს მიეკუთვებიან, ისევე, როგორც ზღვის ბინადარი ქვეწარმავლები – იქთიოზავრები და პლეზიოზავრები. დინოზავრების უმრავლესობის მსგავსად, ეს სახეობები ევოლუციის ჩიხში მოექცნენ და, საბოლოოს, გადაშენდნენ კიდეც. მათი ადგილი ბუნებაში ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა დაიკავეს.
მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობ, რომ 65 მილიონი წლის წინ ყველა დინოზავრი არ გადაშენებულა. ზოგიერთმა მცირე ზომის ხორციჭამია დინოზავრმა განვითარება განაგრძო და თანამედროვე ფრინველად იქცა. ამ ვარაუდს ამტკიცებს ფრინველებისა და დინოზავრების ჩონჩხებს შორის არსებული ბევრი მსგავსება, აგრეთვე, ბუმბულით შემოსილი დინოზავრის – კაუდიპტერიქსის ნაშთების უკანასკნელი გამოკვლევები. თუ ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დამტკიცდა, მაშინ გამოვა, რომ დინოზავრების შთამომავლების რიცხვი ათჯერ აღემატება მათი გადაშენებული წინაპრებისრაოდენობას.
დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკცეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე.
დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ძაღლისოდენა წინამორბედებისაგარ ისინი ვეებერთელა, სპილოს წონა მტაცებლად და ავტობუსის სიგრძე ბალახისმჭამელებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ზომით წიწილას არ აღემატებოდნენ და საოცარი სიმარდით გამოირჩეოდნენ. დინოზავრების ბატონობის პერიოდში დედამიწაზე არცერთი, შინაურ კატაზე დიდი ძუძუმწოვარი არ არსბობდა. დინოზავრები 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოულოდნელად გადაშენდნენ. შედარებისთვის, თანამედროვე ადამიანები დედამიწაზე მხოლოდ 100 000 წლის წინ გაჩნდნენ. ათასწლეულების მანძილზე ადამიანები მიწაში დინოზავრების ნამარხებს პოულობდნენ, მაგრამ პირველი ნამარხი, რომელმაც ნათელი მოჰფინა გადაშენებული გიგანტური ქვეწარმავლების არსებობას, იყო ეშვებიანი ყბის ძვალი. ის ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა, უილიამბაქლენდმა აღმოაჩინა 1824 წელს და მიაკუთვნა უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც ლათინური სახელი – მეგალოზავრი უწოდა, რაც “დიდ ხვლიკს” ნიშნავს. ტერმინი “დინოზავრი” ანუ “საზარელი ხვლიკი” ბრიტანელმა მეცნიერმა, რიჩარდ ოუენმა შემოიღო 1842 წელს
მაშინ, როცა დინოზავრები ხმელეთზე ბატონობდნენ, ცაში პტერანოდონი და მისი მსგავსი ქვეწარმავლები ნავარდობდნენ. პტერანოდონები დინოზავრები არ იყვნენ, ისინი უძველეს ქვეწარმავალთა ცალკე შტოს მიეკუთვებიან, ისევე, როგორც ზღვის ბინადარი ქვეწარმავლები – იქთიოზავრები და პლეზიოზავრები. დინოზავრების უმრავლესობის მსგავსად, ეს სახეობები ევოლუციის ჩიხში მოექცნენ და, საბოლოოს, გადაშენდნენ კიდეც. მათი ადგილი ბუნებაში ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა დაიკავეს. მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობ, რომ 65 მილიონი წლის წინ ყველა დინოზავრი არ გადაშენებულა. ზოგიერთმა მცირე ზომის ხორციჭამია დინოზავრმა განვითარება განაგრძო და თანამედროვე ფრინველად იქცა. ამ ვარაუდს ამტკიცებს ფრინველებისა და დინოზავრების ჩონჩხებს შორის არსებული ბევრი მსგავსება, აგრეთვე, ბუმბულით შემოსილი დინოზავრის – კაუდიპტერიქსის ნაშთების უკანასკნელი გამოკვლევები. თუ ეს ჰიპოთეზა საბოლოოდ დამტკიცდა, მაშინ გამოვა, რომ დინოზავრების შთამომავლების რიცხვი ათჯერ აღემატება მათი გადაშენებული წინაპრებისრაოდენობას.