EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბატონი ავლიპი შემოვლაზე იყო... »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2020-01-16 01:14:30
ბატონი ავლიპი შემოვლაზე იყო, ერთ პალატაში პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ჰკითხა..
- აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?
- რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.
- რათა, რა მოხდა?
- გადამრევენ ეს ქალები...
- რაო, რა უნდათ?
- მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?
- რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?
- კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს - ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს - ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!...ავლიპმა ცოტა ხანში "გამოსავალი იპოვა".
- კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?...
- აგაშენა ღმერთმა, - გაიხარა პაციენტმა.
- შენ როგორ ხარ? - ახლა მეორე პაციენტს - ჟორჟიკას ეკითხება.
- ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..
- მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.
- მართლა? - ამოისუნთქა ჟორჟიკამ.
- ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! - მერე სიცილით დაამატა - ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... - თქვა და გავარდა პალატიდან....