EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქიმიური დამწვრობა »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2020-03-05 20:38:21
ქიმიურ დამწვრობას იწვევს კონცენტრირებული მჟავა და ტუტე-ნივთიერებები.
მჟავით გამოწვეული ქიმიური დამწვრობის შედეგად კანზე და ლორწოვან გარსზე ჩნდება მშრალი, მუქი-ყავისფერი, მკვეთრად შემოხაზული ლაქები. მჟავით დამწვრობისას დაზიანებული ზედაპირი 15-20 წუთის განმავლობაში ცივი წყლით დაიბანეთ, შემდეგ საპნით, ან საჭმლის სოდის ხსნარით დაამუშავეთ. დამწვრობას სოდიანი ხსნარით გაჟღენთილი სახვევი დაადეთ (1ჩ.კ. საჭმლის სოდა 1 ჭიქა წყალზე).
ტუტე ნივთიერებით გამოწვეული დამწვრობისას ჩნდება სველი ნაცრისფერი, გადღაბნილი ლაქა. დამწვრობა დაიბანეთ ცივი წყლით 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი - ძმრის, ბორის, ან ლიმონის მჟავის სუსტი ხსნარით. დამწვრობას ძმრიანი ხსნარით გაჟღენთილი სახვევი დაადეთ (1ჩ.კ. სუფრის ძმარი 1 ჭიქა წყალზე).