EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჟურნალისტიკის ათი მცნება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2020-03-12 18:33:42
ეს არის ამონარიდი ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკის წინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე”. ვფიქრობ, ეს წიგნი არამარტო მომავალი და უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტებისთვის შეიძლება იყოს სახელმძღვანელო, არამედ, მათი მკითხველების, მსმენელებისა თუ მაყურებლებისთვისაც. იმასაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ ენაზე ეს წიგნი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ, რადგან, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, გადავწყვიტე ჩემს ფსევდოლიტერატურულ ბლოგზე (რომელიც უკვე, მგონი, ფსევდოჟურნალისტური უფროა), დამედო ნაწყვეტი ამ წიგნის მე–5 თავის ბოლოსწინა ქვეთავიდან, რომელიც ჟურნალისტიკის ათ მცნებას შეეხება. მაშ ასე:
აი ის ათი რაც, ჟურნალისტების თქმით, მათ არ უნდა გააკეთონ:
1. ტყუილი გაზეთსა და ეთერში (იგულისხმება ფოტოსურათების შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებიც);
2. წყაროს მოტყუება ან დაშინება;
3. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება;
4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;
5. პირადი სიმპათიის ჩვენება რეპორტაჟებში;
6. საკუთარი ვინაობის დამალვა და ტყუილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით (თუ ასეთი ქცევა უკიდურესობით არაა გამოწვეული);
7. სიტყვების ან აზრების პლაგიატი (სხვისი სიტყვების გამოყენება შეიძლება ავტორის დამოწმებით);
8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე;
9. პირადი მიზნებით საკუთარი მდგომარეობის გამოყენება (მაგ., წყაროებისგან საჩუქრების მიღება);
10. ისეთი რამის გაკეთბა, რაც შეიძლება ჩაითვალოს “ინტერესთა კონფლიქტად” (მაგ., არჩევნებში მონაწილე ერთერთი კანდიდატისთვის გამოსვლის ტექსტის შედგენა);