EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მამა გაბრიელის ხილვა აბორტებზე »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2020-11-20 15:40:25

მამა გაბრიელის ხილვა აბორტებზე

მამა-გაბრიელი

"გამოცხადება მქონდა, წმიდა სამების ეკლესიაში გადავიხადე ქართველი ერის გამრავლების პარაკლისი. ისინი მოვიდნენ ჩემთან, მეომრებივით იყვნენ ჩაცმულები. თეთრი შენობა იყო, კარი არ ჰქონდა. ამომიდგნენ აქეთ-იქით და სადღაც წამიყვანეს, ბნელ ოთახში შემიყვანეს და იქ დამტოვეს. სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკი მოფენილი იყო თითის სიგრძე მკვდარი გასისხლიანებული ბავშვებით. ჭერიდან კიდევ დახოცილი ბავშვები ცვიოდნენ. ფეხის დასადგმელიც კი აღარ იყო, ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: მობრძანდება, მობრძანდებოაო. ვიფიქრე, ვინც აქამდე მომიყვანა, იქნებ მათი უფროსი მობრძანდება-მეთქი. მე კედელს ავეკარი. დავინახე უამრავი წმიდანებითა და ანგელოზებით გარშემოხვეული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. თეთრი სამოსლით შემობრძანდა. იმ ორმა ვინც აქ მომიყვანა, ჩემზე მიუთითეს: ეს არის გამრავლებას რომ ითხოვდაო. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა და იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა: "ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?" მერე გატრიალდა და წავიდა."
(ამის შემდეგ ბერი გაბრიელი ქუჩაში დადიოდა და ქადაგებდა: დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთ)