EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მუსულმანი მისტიკოსი ფარიდი »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-12 12:25:17

მუსულმანი მისტიკოსი ფარიდი
ფარიდი

მუსულმანი მისტიკოსი ფარიდი, ქალაქ დელთან ახლოს, ერთ პატარა ღარიბ სოფელში ცხოვრობდა. იმპერატორი აკბარი ფარიდის ერთ-ერთი მიმდევარი გახლდათ და ხშირად ნახულობდა მას. როდესაც სოფელში გაიგეს ეს ამბავი, შეგროვდნენ და სთხოვეს ფარიდს: ,,შენთან თურმე აკბარი ჩამოდის . იქნებ სთხოვოთ სკოლა და საავადმყოფო აგვიშენოს? " სოფელი მწირი იყო და მეტად გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობდა იქ. ფარიდმა თქვა: ,,დაე ასე იყოს, მე არ მეხერხება რამის თხოვნა, დიდი ხანია არაფერი მითხოვნია, მაგრამ იმპერატორს ამას აუცილებლად ვეტყვიო" 

იგი დედაქალაქს გაემგზავრა, სასახლეში მაშინვე შეუშვეს. აკბარი ტაძარში დახვდა, თავის აშენებულ პატარა ტაძარში ლოცულობდა,ფარიდი იქვე გაჩერდა, ვიდრე იმპერატორი ლოცვას დაასრულებდა. ამ უკანასკნელმა ვერ შენიშნა ფარიდის შემოსვლა და ლოცვა განაგრძო: ,,ყოვლისშემძლე ღმერთო განადიდე ჩემი იმპერია, მომეცი უფრო მეტი სიმდიდრე და ძლიერება" ფარიდმა ეს მოისმინა და ეგრევე გასასვლელისაკენ გაემართა. აკბარმა მას კიბეებზე ჩასულს მოკრა თვალი და ჰკითხა: .. როგორ მოხვდი აქ? ან რატომ მიდიხარ? " ფარიდმა უპასუხა: ,,მე იმპერატორთან მოვედი და მათხოვარი კი ვიხილე, შენც თუ ღმერთს შესთხოვ, მე რატომ არ უნდა ვსთხოვო მას? შუამავალს რისთვის მივმართო? აკბარ! მეგონა, იმპერატორი იყავი,მაგრამ შევმცდარვარ"
   ეს ისტორია აკბარმა თავის ავტობიოგრაფიაში მოგვითხრო და დაამატა: ..იმ წუთს მივხვდი რაც არ უნდა გაგაჩნდეს, არა აქვს მნიშვნელობა, რადგან შენი გონება ისევ და ისევ მათხოვრობს...."