EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პერსონალური მძღოლის აყვანა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2020-12-20 16:32:35

პერსონალური მძღოლის აყვანა

close_protection_security_driver

გარკვეული სტატუსის მიღწევისას მოქალაქეს სჭირდება პირადი მძღოლის აყვანა. თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ არც თუ ისე ძნელია გამოცდილი მძღოლის პოვნა, მაგრამ ვისაც უძებნია თავისთვის პერსონალური მძღოლი იმან იცის რამდენად ძნელია იპოვო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამ საკითხში(მძღოლი).
 
რა თქმა უნდა თბილისის შრომის ბირჯაზე არიან ძალიან ბევრი პროფესიონალი მძღოლები, რომლებიც არ დაიბნევიან ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში ტრასაზე და ასევე ძალიან მოხერხებულად და სწრაფად აღმოფხვრიან ამა თუ იმ მანქანის ხარვეზს, მაგრამ ყველა არ გამოდგება პერსონალურ მძღოლად თანამდებობის პირისთვის ან ოჯახის პირად მძღოლად
 
ჩვენ დროს პირადი მძღოლის პროფესია არის საკმაოდ მოთხოვნადი, შრომის ბაზარზე არის დიდი რაოდენობა მძღოლების, რომლებსაც შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები მანქანის მართვაში და სამგზავრო წესების ცოდნაში, ბრწყინვალე რეაქცია ექსტრემალურ სიტუაციაში მანქანის მართვაში და რაც მთავარია პირადი მძღოლი პასუხისმგებელია თავისი პატრონის როგორც მგზავრის უსაფრთხოებაზე.
 
პესრონალური მძღოლის შერჩევა არ არის იოლი საქმე, თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ, სააგენტო ,,ბაია,,ს. პირადი მძღოლის შერჩევა ხშირად გადადის პერსონალური მძღოლის შერჩევაში, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ სხვა პიროვნული თვისებებით. რა თქმა უნდა პერსონალური მძღოლი უნდა იყოს ძალიან პუნკტუალური და პასუხისმგებლობით აღსავსე, რადგან პესრონალური მძღოლი ფლობს თავისი დამქირავებლის შესახებ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინფორმაციას. ის არის არა მხოლოდ კარგი მძღოლი, არამედ მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენახვა . პერსონალური მძღოლი არის თავის პატრონის ,,სახე,,ის ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ჰქონდეს კარგი მანერები და შეეძლოს გარშემომყოფებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა
 
თუ თქვენ დაგჭირდებათ პერსონალური მძღოლის შერჩევა მოგვმართეთ სკადრო სააგენტო ,,ბაიას,, სადაც თქვენ მიიღებთ კვალიფიციური სპეციალისტების რჩევას, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენ თქვენთვის მისაღები კანდიდატის შერჩევაში. როდესაც თქვენ მიმართავთ დახმარებისათვის სპეციალიზირებულ საკადრო სააგენტოს პირადი მძღოლის შერჩევისათვის, თქვენ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ ყველა გზაზე მგზავრობისას.
 
 
  • პროფესიული უნარები: მძღოლობის დიდი გამოცდილება, ქუჩების კარგად ცოდნა, ტარების სხვადასხვა ხერხების ცოდნა, გამოცდილება სხვადასხვა უცხოური მოდელების ავტომანქანის მართვაში, მძღოლის ყველა კანონის და ეტიკეტის დაცვა, ოპტიმალური მარშრუტის შექმნა - დაგეგმვა
 
 
პერსონალური მძღოლის მოვალეობანი:
 
-მგზავრთა გადაყვანა
 
-დამკვეთის მიერ დათქმულ დროს მანქანის დროული მიყვანა ადგილზე
 
-ავტომობილის მუდამ სუფთა და გამართულ მდგომარეობაში შენახვა
 
-ავტომობილის ტექნიკური მომსახურეობა (გარეცხვა, საწვავითა და ზეთით გამართვა და სხვა)
 
-ელემენტარული სარემონტო სამუშაოების ჩატარება (თვლების გამოცვლა, აკუმულატორის გამოცვლა დ.ა.შ)
 
-გადადგილებისას მგზავრთა უსაფრთხოებასა და კომფორტულობაზე ზრუნვა
 
-დამქირავებლის დავალებების შესრულება, დაკავშირებული მის ოჯახის წევრთან მიმართებაში, ან სხვა პირადი თხოვნებიდან გამომდინარე.
 
-არასამუშაო საათებში (ღამით) ავტომობილის დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას შენახვა.
 
 
მძღოლი / დაცვა
 
სამუშაო დღის ალბათ დაახლოებით ნახევარს ბეზნესმენი ადამიანები სწორედ, რომ ავტომობილში ატარებენ. ამიტომაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ თავიანთი უსაფრთხოება მიანდონ არა მხოლოდ მძღოლს არამედ იმავდროულად შეთავსებით დაცვის თანამშრომელსაც. ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ გადაიყვანს მის უფროსს ერთი ადგილიდან მეორეში, არამედ იმავდროულად საჭიროების შემთხვევაში შესძლებს მის დაცვასაც.
 
სამი ძირითადი წესი, რომელსაც უნდა ფლობდეს მძღოლი-დაცვის თანამშრომელი ეს არის: - სიჩქარე, უსაფრთხოება და კომფორტი. ნებისმიერი დამუხრუჭება, გაჩერება და მოხვევაც კი ავტომანქანას ხდის პოტენციურ სამიზნედ და დაცვამ იცის ამ მოქმედებების დროს როგორ მოიქცეს.
 
დაცვამ, როგორც მანქანით ასევე ფეხით გადაადგილებისას ვალდებულია გათვალოს პოტენციური საფრთხის ყველა შესაძლო ვარიანტი. შეაფასოს არა მხოლოდ ირგვლივ მყოფები, არამედ სიტუაციის არასასურველი ვარიანტით განვითარებისას გათვალოს უკან დასახევი გზაც. უკვე აღქმული უნდა ჰქონდეს უკან დასახევ გზაზე მანქანების შესაძლო განლაგება, რათა უსაფრთხოდ და სწრაფად მოახდინოს დაცვის ობიექტის საფრთხის ზონიდან გაყვანა. უკან დახევისას ბევრია დამოკიდებული სისწრაფეზე, სავალი გზის არჩეულ ნაწილზე, შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების განლაგების ცოდნაზე, ასევე დაზიანებული გზის ნაწილის ცოდნაზე და სხვა... კორტეჟში მოძრაობისას აუცილებელია დისტანციის დაცვა. როგორ ავარჩიოთ სწორი დისტანცია რათა თავიდან იქნეს აცილებული შეჯახება და ასეთის გარდაუვალობის შემთხვევაში როგორ დავიცვათ ავტომანქანა გვერდითი შეჯახებისაგან. ყველაფერი ძალიან უბრალოდაა ადამიანისათვის ვინც ეს იცის და ვინც ამაში გამოცდილია. დაცვის თანამშრომელი ეს ის ადამიანია, რომელიც პირველად თავის თავზე ღებულობს დარტყმას. თქვენი უსაფრთხოება ბევრადაა დამოკიდებული მის მომზადებულობაზე, ოპერატიულობასა და საერთო გამოცდილებაზე.
 
დაცვის თანამშრომლის მთავარი ამოცანაა - ჭკვიანად გაანალიზოს სიტუაცია, ელვისებური სისწრაფით მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება და შეასრულოს იგი პროფესიონალურ დონეზე. დაცვის თანამშრომლის ასეთ პროფესიონალიზმზეა სწორედ თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული. მის პროფესიონალიზმზე, ტაქტიკურობაზე, გარეგნობასა და ტექნიკურ სიახლეებზეცაა დამოკიდებული თქვენი ფირმის იმიჯი. მისი თავდაჯერებულობიდან და ასევე კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების შესაძლებლობებზე დამოკიდებულია საერთო ატმოსფერო თქვენს კოლექტივში.
 
შეკვეთა პესრონალურ მძღოლ/დაცვის თანამშრომელზე - მალე