EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« BMW M4 Baja Overlander - Baja ყველაფერს უკეთესს ხდის! »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2021-12-25 13:53:14
BMW-ს ახალი მეოთხე სერია საკმაოდ პოლარიზებული ავტომობილია, რომელსაც წინ უზარმაზარი ცხაურა აქვს. ამავე ცხაურას M4-ზეც ვხვდებით და ხუფიდან წამოსული კონტურები დეტალს კიდევ უფრო ადიდებს. უამრავ ადამიანს ეზიზღება ცხვირის ამგვარი დიზაინი, თუმცა, მოდით ერთი წუთით შევხედოთ ამ რენდერებს. Baja-ს მიერ გადაკეთებული M4-იც ცუდად გამოიყურება?
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წარმოსახვის ნაყოფია და ის კომპიუტერული პროგრამით არის შესრულებული. სურათები BradBuild-ის Instagram გვერდზე გავრცელდა და მაშინათვე დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს საექსპედიციო იერის მქონე M4 ასეთ ინტერესს იმით იწვევს, რომ ის ახლა უფრო უკეთესად გამოიყურება. ხალხმა კი მისი მოწონება დაიწყო. არის თუ არა ეს ყველაფერი BMW-ს უზარმაზარი ცხაურის დაბალანსების საუკეთესო გადაწყვეტა?
ავტომობილის სხვა ნაწილების გახისტებამ, დიზაინი სრულად შეცვალა. თითქოს ახლა ის თავის ხასიათში უფრო ჩამოყალიბებულია და იცის, რომ მუდამ აგრესიული იქნება.
ამგვარი აღფრთოვანების მიზეზი მართლაც რომ დაბალანსებული პროპორციებია. საექსპედიციო M4-ის ცხაურა ახლა ლოგიკასთან უფრო ახლოსაა. გარდა ამისა, სანომრე ნიშანსაც ვერ ვხედავთ, რაც აშკარად უკეთესია. რამდენად პრაქტიკული იქნებოდა უკანა განყოფილება ვერ გეტყვით, თუმცა, დიზაინერული კუთხით ის ნამდვილად ლამაზად გამოიყურება.
BradBuild-ის მიხედვით, M4-ის უკანა კაბინში მცირე სამზარეულოს ან საწოლის მოწყობა იქნება შესაძლებელი. მისი გამოყენება სხვადასხვა სამაშველო დანიშნულებისთვისაც მოხერხდება. ამ ყველაფერს თუ 503 ცხენის ძალას დავუმატებთ ავტომობილი ფანტასტიკის სფეროდან, მაგრამ მაინც გასართობი და საინტერესო იქნება.