EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დვალები ახ.წ. I საუკუნიდან მოიხსენიებიან »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2022-06-19 14:16:17

დვალები ახ.წ. I საუკუნიდან მოიხსენიებიან

დვალები

ანტიკურ წყაროებში დვალები ახ.წ. I საუკუნიდან მოიხსენიებიან და იწოდებიან როგორც თალი, ვალი ან უიალი. (რ. თოფჩიშვილი, 2002, გვ. 62). ისინი სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ისტორიულ ქართულ კუთხეში - დვალეთში და დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში.
ძველი ქართული წყაროებისა და თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილის მიხედვით დვალები ქართველები იყვნენ ზოგი მათ არასწორად მიიჩნევდა ნახებად, მაგრამ გენეტიკური კვლევა აშკარად მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ქართველური, კერძოდ ჭანურ-სვანური ხალხი G2a ჰაპლოჯგუფით, რაც შეეხება ვაინახებს, მათი უდიდესი უმრავლესობა J2-ის მატარებელია. G2a სწორედ დვალებთან ასიმილაციის შემდგომ გავრცელდა ამ რეგიონში ჩრდილოეთიდან მე-13 საუკუნეში შემოსულ ალანებში და დღესდღეობით ოსების დაახლოებით 85% ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს. დვალები ანთროპოლოგიურად ახლოს იდგენენ როგორც რაჭველებთან, ასევე სვანებთან.
დვალეთში, დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონღოლთა შემოსევების გამო მოხდა ალანურ-ოსური მოსახლეობის შემოსვლა, ვინაიდან ჩრდილოეთიდან ოსები სასტიკად შეავიწროეს და ამოჟლიტეს მონღოლებმა, რის მერეც ისინი იძულებულნი გახდნენ დვალეთში შემოსულიყვნენ. რაც შეეხება ვაინახებს, მათი უდიდესი უმრავლესობა J2-ის მატარებელნი არიან. დვალების ენა თავიდან ზანური ტიპის გახლდათ და არა აღმოსავლურ ქართველური, მაგრამ იქ ქრისტიანობის შესვლასთან ერთად მყარდებოდა ქართული ენა. მე-6 საუკუნიდან მოყოლებული დვალებში ქრისტიანი მისიონერები ავრცელებდნენ ქრისტიანობას. დვალები გადმოდიოდნენ ხოლმე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე და მათი შერევა ხდებოდა რაჭველებთან, ქართლელებთან და იმერლებთან, დვალების უმეტესობა კი საბოლოოდ ასიმილიარდა ოსებთან და ეს პროცესი მე-18 საუკუნის დასაწყისში დასრულდა. დვალებმა არსებობა შეწყვიტეს და გაოსდნენ. დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო, შედიოდა ჯერ ქართლის სამეფოს, ბოლოს ქართლ-კახეტის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ 1801 წელს, ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ დვალეთიც ბუნებრივად შეიერთა რუსეთმა. 1868 წელს კი საბოლოოდ ჩამოაშორა ტფილისის გუბერნიას და "ჩრდილოეთ ოსეთის" ავტონომიურ რესპუბლიკას მიაკუთვნა.
 
საბა ფარჯიკია