EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნუ ენდობით ადამიანს, თუკი ეს თვისებები გააჩნია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Demien

თარიღი: 2023-03-04 19:38:20

ნუ ენდობით ადამიანს, თუკი ეს თვისებები გააჩნია

ეგოისტია

traitor
ეგოისტს არ ღირს ბოლომდე ენდოთ. ის არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, სწორედ თქვენ დაგადანაშაულებთ. ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, საიდუმლოებებს რომელიც კი მისთვის გითქვამთ, ამასთან ერთად იცოდეთ, რომ ეგოისტი ყოველთვის საკუთარ თავს და კომფორტს აირჩევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის თქვენი გულისთვის მსხვერპლად არაფერს, არასდროს შესწირავს.
 
ემპათიის უნარი არ გააჩნია
 
ვინც ღალატობს, როგორც წესი, თანაგრძნობის განცდას ის სრულებით მოკლებულია, უბრალოდ ვერ გრძნობს სინანულს ჩადენილი სიმდაბლის გამო, თუკი ხვდებით, რომ ამ ადამიანს ემპათიის მარცვალიც კი არ აქვს, უმჯობესი იქნება თუ მასთან ყოველგავრ კონტაქტს დროულად შეწყვეტთ.
 
საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია
 
ადამიანი, რომელიც სხვის საიდუმლოებებს დაუფიქრებლად განდობთ, ესეთი ადამიანი თქვენს ნდობას ცალსახად არ იმსახურებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მის თოთოეულ მეგობარს, თქვენს შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ზედმიწევნით ეცოდინება.
 
ფლუგერს ჰგავს, რომელიც ქარის მიმართულებით ბრუნავს
 
თუკი ადამიანი აზრს, სიტუაციის მომგებიანობის მიხედვით, საკუთარი გამორჩენის მიზნით იცვლის, მაშინ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში თქვენ დაუფიქრებლად გიღალატებთ.
 
თქვენს დასახმარებლად მზად არასდროს არის
 
ის ითხოვს დახმარებას და იღებს კიდეც მას, უფრო მეტიც მას მადლობის გადახდაც კი შეუძლია, თუმცა საკმარისია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ ის უბრალოდ თქვენს გვერდით არ იქნება, ასე რომ, თუკი თქვენ ის "გასაჭირში" გამუდმებით მარტო გტოვებთ, იცოდეთ რომ ეს ადამიანი თქვენს დასახმარებლად არასდროს მოვა.