EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მამა გაბრიელისა და პატარა გიორგის ამბავი »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2023-03-07 22:49:27

მამა გაბრიელისა და პატარა გიორგის ამბავი

მამა-გაბრიელი

სოფლის განაპირას ერთ პატარა სახლში მთელი ღამე სინათლე არ ჩამქრალა. გიორგის დედა ავად ჰყავდა. ბავშვი ცივ ნიავს არ აკარებდა დედიკოს, სულ თვალებში შეჰყურებდა, რომ მისი მცირეოდენი სურვილიც კი აესრულებინა. დედა კი სიცხით გათანგული იწვა და შველას არსაიდან ელოდა.
 
გიორგის მამა ადრე გარდაეცვალა. დედა მუდამ ანებივრებდა ერთადერთ შვილს, მაგრამ უეცარმა სენმა ლოგინად ჩააგდო ქალი. სოფლის ექიმმა ავადმყოფს რომ ვერაფერი უშველა, გიორგი უთხრა - ქალაქს წადი, იქნებ იქ იცოდნენ კარგი წამალიო. დედა თავიდან უარზე იყო, ეშინოდა უცხო ქალაქში ბავშვის გაშვება, მაგრამ გიორგიმ თავისი გაიტანა... ძალიან უყვარდა დედა. "თან კიდევ დიდი ვარო", - გაიფიქრა და სამგზავროდ გაემზადა.
 
მზე ამოიწვერა თუ არა, გიორგი გზას გაუდგა. ძალიან ცხელოდა, ამიტომ ტყე-ტყე წასვლა გადაწყვიტა. შუაგულ ტყეში გიორგის ერთი ძველი, ნახევრად დანგრეული ეკლესია ეგულებოდა. გადაწყვიტა, იქვე შეესვენა. ის იყო ჩამოჯდა, რომ უეცრად ხმა შემოესმა: "ვინა ხარ, შვილო? ასე პატარა მარტო ვინ გამოგიშვა ტყეში?". ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი სიყვარულით დაჰყურებდა ბავშვს. "გიორგი მქვია, დედას წამალი უნდა მოვუტანო, ქალაქს მივდივარ", - უპასუხა და თან გამალებით ათვალიერებდა გრძელწვერა მოხუცს, რომელიც რომელიც უწინ აქ არასდროს უნახავს. "მთავარი წამალი თუ აქვს დედას?" - ჰკითხა ბერიკაცმა და თვალი თვალში გაუყარა. "მთავარი წამალი რომელია, ბაბუ?" - ჰკითხა გიორგიმ. "მთავარი წამალი, შვილო, სიყვარული და რწმენაა უფლისა", - მიუგო მოხუცმა ალერსიანად, - "თუ ადამიანს რწმენა და სიყვარული ექნება, უფალი შეეწევა" "კი მაგრამ, როგორ?" - გაოცდა გიორგი. "სულ უბრალოდ, საყვარელო. აი, სახარებაში, რომელიც ქრისტიანების მთავარი წიგნია, ერთი ამბავია მოთხრობილი", - უპასუხა მოხიცმა და ძველ, გაცრეცილ, სქელტანიან წიგნზე მიუთითა, რომელიც იქვე გადაშლილი იდო. როგორც ჩანს, ბიჭის მოსვლამდე თავად კითხულობდა. "ამ წიგნში წერია, რომ დედაჩემს რწმენა და სიყვარული გადაარჩენს?", - ჰკითხა გაოცებულმა გიორგიმ. "სახარებაში, შვილო, სხვა უამრავი ამბავიცაა მოთხრობილი, მაგრამ ჯერ ამას წაგიკითხავ", - უთხრა მოხიცმა და სახარების კითხვა დაიწყო:
 
ერთხელ მოვიდა იესო ქრისტესთან კაცი, სახელად იაროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. სინაგოგა ებრაელთა სალოცავია. იგი დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა ვინაიდან ერთადერთი თორმეტი წლის ასული ჰყავდა და უკვდებოდა... ამ დროს ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა: "შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს". მაგრამ იესომ, ეს რომ მოისმინა, უპასუხა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება". სახლში რომ მივიდნენ, იესომ ოთახში შესვლის ნება არავის დართო თავისი მოციქულების პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა. ყველა ტიროდა და მოსთქვამდა, მან კი დაამშვიდა ისინი და უთხრა: "ნუ სტირით, არ მომკვდარა, სძინავს, მხოლოდ".
 
ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. მან ხელი მოჰკიდა ბავშვს, შესძახა და თქვა: "გოგონავ ადექი!" და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა და უფალმა ბრძანა, რომ საჭმელი მიეცათ მისთვის".
 
- ხედავ, შვილო, რწმენამ და სიყვარულმა როგორ დაამარცხა სიკვდილი?, - დახურა წიგნი მოხუცმა და სიყვარულით შეხედა ბიჭს, - შენი რწმენა და სიყვარულიც უშველის დედაშენს". "როგორ"? - გაიკვირვა ბავშვმა, - განა ყველაფერი მართალია, რაც წიგნებში წერია?" "სახარება ყოველთვის სიმართლეს მოგვითხრობს, შვილო. მთავარია, გწამდეს, რომ უფალი იესო ქრისტე უნუგეშოდ არ მიგატოვებს. ის ყოვეკთვის ჩვენს გვერდითაა და გაჭირვების ჟამს თანაგვიგრძნობს. ნუთუ არასდროს გიგრძვნია მის მფარველობა? აი, თუნდაც ახლა, რადგან არ დაიზარე და დედის სიყვარულით ამხელა გზაზე მარტო წამოხვედი, - უთხრა ბერმა, - უფლის სახელით მე დაგეხმარები. ყოვლადმოწყალე ღმერთმა ყველა სენს თავისი წამალი დაუდგინა. ამქვეყნად ყველა მცენარე სამკურნალო თვისებებით არის დაჯილდოებული. მაგრამ იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა სნეულებას რომელი მცენარე არჩენს, ბევრი უნდა ვისწავლოთ. ჩვენი წინაპრები სულ ბალახებით მკურნალობდნენ, ეკლესია-მონასტრებშიც ბევრმა იცოდა ბალახებით მკურნალობის საიდუმლოება და ეს თაობიდან თაობას გადმოეცემა. აი, გამომართვი ეს ბალახი, დედას მისი ნახარში ასვი და რამდენიმე დღეში უკეთ იქნება. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ამქვეყნად ყველაფერი ღვთის ნებაა, ამიტომ ილოცე, უფალს სთხოვე შემწეობა და ყველაფერი კარგად იქნება".
 
გახარებული გიორგი სოფლისკენ მიმავალ გზაზე გარბოდა, გულში ჩაკრული მიჰქონდა მოხუცი ბერის მიცემული წამალი, უბეში კი ნაკურთხი ზეთით სავსე პატარა ქილაც ედო, რომელიც ამ კეთილმა კაცმა უბოძა. ისე ჩქარობდა, მადლობის თქმაც კი დაავიწყდა მისთვის. სხვა დროს ვეტყვიო, - გაიფიქრა და კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს - შინ ხომ ავადმყოფი დედა ელოდა!..
 
წიგნიდან: "მამა გაბრიელისა და პატარა გიორგის ამბავი"