EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოსპის წვნიანი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2023-09-28 13:55:14
გემრიელი, ორიგინალური წვნიანია. დაანაყრეთ ჯანსაღად მთელი ოჯახი, მოხარშეთ ოსპის გემრიელი წვნიანი!
ინგრედიენტები:
წითელი ოსპი 450გრ;
სტაფილო 2ც;
ზეთი 2ს/კ;
ნიორი 4კბილი;
ხახვი 1თ;
ძირა 2ჩ/კ;
ხმელი ქინძი 2ჩ/კ;
კურკუმა 1ჩ/კ
პომიდორი 1ც;
წყალი 1,8ლ;
შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
ლაიმი ან ლიმონი 0,5ც;
ქინძი;
ჯანჯაფილი;
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
გავარჩიოთ ხახვი და ნიორი. გავფხიკოთ სტაფილო. გავრეცხოთ სამივე და დავჭრათ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ ბოსტნეული, რამოდენიმე წთ ვშუშოთ. გავრეცხოთ ოსპი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ავადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს და 10 წთ ვადუღოთ. დავამატოთ გარეცხილი, კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი, ადუღებიდან 30 წთ ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. მარილი დავამატოთ გემოვნებით. 15-20 წთ კიდევ ვადუღოთ. მზა სუპი ბლენდერის კონტეინერში გადავტანოთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ მარილი, ძირა, ქონდარი ნახევარი ლაიმი და შავი დაფქული პილპილი. გადავანაწილოთ თეფშებზე, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
ჯანჯაფილი და ხახვი შესაძლებელია დაჭრის გარეშე ჩავყაროთ და სუპის მომზადების შემდეგ ამოვიღოთ.
გემრიელად მიირთვით!