EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხმელეთი — დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2023-10-26 13:41:41
ხმელეთი — დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც არ არის დაფარული მსოფლიო ოკეანისა და წყლის სხვა მეგა ობიექტებით. ნებისმიერი კუნძულისა თუ კონტინენტის ხმელეთის მონაკვეთს, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი წყლის ობიექტებით (მაგალითად: მდინარეებით, ტბებითა და სხვ.) ამ შემთხვევაში, ასეთ მონაკვეთს, მაინც ხმელეთი ეწოდება.
დედამიწის საერთო ფართობის 149 მლნ. კმ² ხმელეთზე მოდის, რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს დედამიწის ზედაპირის 29,2%-ს. დანარჩენი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია.
ხმელეთის ვრცელი უბნებია კონტინენტები, რომელთა რიცხვი შეადგენს შვიდს (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია); თუ მას განვიხილავთ ქვეყნის ნაწილებად ექვსს: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიკა, ავსტრალია ოკეანეთით.
ხმელეთის საშუალო სიმაღლეა 875 მ, ხოლო უმაღლესი წერტილი ევერესტი — 8848 მ.