EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ხელოვნების კავშირი »
კატეგორია: ორგანიზაციებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-19 13:18:16
კავშირის შექმნის თრიღი:16/11/2006 კავშირის შექმნის მიზანია:თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნული-შოუ-კინო თეატრალური ხელოვნების განვითარების საკითხებში, საუკეთესო ნამუშევრების წარმოჩენაში,პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში,როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთხელი შეუწყოს თავისუფალ შემოქმედებით პროცესს, ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებას, თანამშრომლობას საერთაშორისო შემოქმედებით კავშირებთან.საქმიანობას თავისი მიზნების განსახორციელებლად კავშირი წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქოგადოებრივი აზრის მუდმივი შესწავლითა და გათვალისწინებით
განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები:
|
<<ეროვნული შოუ-კინო-თეატრალური ხელოვნების მოღვაწეთა კავშირი>>შემოქმედთა საერთაშორისო კავშირი<<ლაზარე 2005>> გახდით აქციისმონაწილე სათნოებისგზით!ბავშვები ბავშვებისათვის. ბედნიერი მომავლისათვის. თაობათა სოლიდარობისათვის,,სათნოების გზა-2007" 7 დგიანი აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია: მონოლოგის თეატრი;ქართული მხატვრული ფილმის საპრემიერო ჩვენება ,,მოხეტიალე ლანდები"
პროფესიონალ მხატვართა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გამოფენა-გაყიდვაშემოწირულობა ხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სულიერ და კულტურულ რეაბილიტაციას.აქციის მხარდაჭერები:საქართველოს კულტურის,ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული შოუ-კინო- თეატრალური ხელოვნების მოღვაწეთა კავშირის მიზნებიდან გამომდინარე,2007 წლის დასაწყისში განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი.კერძოდ, ერთწლიანი მუშაობის შედეგად დასრულდა ქართული მხათვრული ფილმი ,,მოხეტიალე ლანდები",რომელიც შემოქმედებითად და ფინანსურად მტლიანად კავშირმა უზრუნველყო.ფილმში ასახულია თანამედროვე საქართველოს დაუცველი ბავშვთა პრობლემები,პროფესიონალური დონის მხატვრული და ტექნიკური ხერხებით.შემოქმედებით ჯგუფში შედიოდნენ: იდეისა და სცენარის ავტორები,რეჟისორები:უშანგი სიხარულიძე, დალი, ვაშაკიძე დამდგმელი ოპერატორი - ნიკო ბაღაშვილი, კომპოზიტორი - მაიკო მაჩაბელი, მთავარი როლის შემსრულებელი - საქართველოს სახალხო არტისტი, ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე, თეატრალური სახელოსნოს პროფესიონალი და დამწყები მსახიობები.ფილმის საპრემიერო ჩვენება მოეწყო ა.წ. 8 თებერვალს კინო სახლში ,,ქოლგაში", რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა აღფრთოვანებული მაყურებლის მხრიდან, რომელთა შორის იმყოფებოდნენ აღიარებული კინო-მოღვაწეები და უცხოელი სტუმრები. როლებში: დოდო ჭიჭინაძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი) მაიკო მაჩაბელი (კომპოზიტორი.შემოქმედთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი) ზაზა სიხარულიძე (ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი), აკაკი ზათიაშვილი ( კუნგ-ფუს სკოლის ინსტრუქტორი).საბა მელისკაური, ირაკლი ფაილოძე, გიორგი ვახტანგიშვილი, მიშიკო ოგანესიანი, მარი გვენეტაძე, ლევან კაპანაძე, ნატა დემურიშვილი,ზურაბ გვასალია;ერეკლე ვერულაშვილი,ნინო კენჭუაშვილი,გიორგი სიხარულიძე, ავთანდილ სიხარულიძე, ბექა ალადაშვილი,მინდია შამუგია,გვანცა გუგეშაშვილი,თათა ხომერიკი, აჩიკო მოხევიშვილი, ნინო როსტიაშვილი,კუნგ-ფუს სკოლის ,,მართვეს" აღსაზრდელები:ლაშა გელაშვილი, გოგითა ხაჭაპურიძე, გიორგი გვირიშვილი, რეზო მამოიანი,ბაჩო ცინცაძე, გიორგი უსთარაშვილი,ზუკა სარჯველაძე,ნიკა სარჯველაძე, მიშა ქაშიაშვილი, დათო ცეცხლაძე, გიორგი მეტრეველი, ლაშა ბაბუნაშვილი, თემურ ბუღულაშვილი. წერს საასწავლო შემეცნებითი გაზეთი აბსოლუტი
ბზობის ბრწყინვალე დგესასწაულს, 20 აპრილს რუსთავის თეატრში ქართული კინოსა და თეატრის ცოცხალ ლეგენდებთან შეხვედრა გაიმართა.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს დამსახურებული არტისტები: დოდო ჭიჭინაძე,ნინო ჩხეიძე, თმარ სხირტლაძე, ლეილა აბაშიძე, ოთარ კობერიძე, ზურაბ ქაფიანიძე, გივი სიხარულიძე და ომარ მხეიძე.ღონისძიების მიზანი იყო ლეგენდადქცეული ადამიანების გახსენება. საღამო ამაღლებული განწყობით დაიწყო, სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო.ორი საათის განმავლობაში მაყურებელი ფეხზე ამდგარი მხურვალე აპლოდისმენტებისა და ოვაციებს არ იშურებდა. სცენაზე დამონტაჟებულ მონიტორზე მაყურებელს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ ეხილა ნაწყვეტები ამ მსახიობების მიერ შესრულებული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. დაუვიწყარ საღამოს უძღვებოდა ზურაბ ჯინჭარაძე. ,,ყველაზე ლამაზი ადამიანები მზიან ქვეყანაში იბადებიანო,- აბობენ. მე რატომღაც მგონია, მზე საზრდოობს ამ ადამიანებით,რომლებიც ღვთისგან ბოძებული ნიჭით, სილამაზითა და საკუთარი კეთილშობილებით ცდილობენ ირგვლივ მყოფებს სიმშვიდე და სიამოვნება მიანიჭონ. საბედნიეროდ, საქართველო მდიდარია ასეთი ადამიანებით. იმასაც ამბობენ, კეთილშობილ ადამიანებს წლები არ ეკარებათო. ამ სიტყვების სიმართლეში კი დღეს ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით, როცა სცენაზე ვიხილავთ: დოდო ჭიჭნაძეს, ნინო ჩხეიძეს, თამარ სხირტლაძეს,ლეილა აბაშიძეს,ოთარ კობერიძეს, ზურაბ ქაფიანიძეს, გივი სიხარულიძეს, ომარ მხეიძეს.." ამ სიტყვებით მიმართა წამყვანმა სტუმრებს. თითოეული მსახიობის გამოსვლა განსაკუთრებული და შთამბეჭდავი იყო. ისინი სიამოვნებით იხსენებნენ თავიანთ კინოროლებს და სხვადასხვა დაუვიწყარ ისტორიებს. ეს ლამაზი საღამო, რუსთაველებს, ,,ეროვნული შოუ-კინო-თეატრალური ხელოვნების მოღვაწეთა კავშირმა", ,,კულტურის ცენტრმა",აჩუქა ქალაქის მერიის მხარდაჭერით. წერს ნინო ხუტაშვილი გაზეთ ,,ახალ რუსთავში"
|
- გადაღებული ფილმები:
- უფლება 2006 წ.
- მოხეტიალე ლანდები2007 წ.
დამდგმელი რეჟისორები: უშანგი სიხარულიძე, დალი ვაშაკიძე
სცენარის ავტორები: უშანგი სიხარულიძე, დალი ვაშაკიძე
დამდგმელი ოპერატორი: ნიკო ბაღაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იური გორსკი
მემონტაჟე: იური გორსკი
პროდიუსერი: უშანგი სიხარულიძე
მუსიკა: მაია მაჩაბელი
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი მოხეტიალე ლანდები ასახავს მიუსაფარი ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრებას, მათ მისწრაფებებს, პრობლემებს და ამ პრობლემებთან ბრძოლის, საზოგადოებაში მათი დამკვიდრების გზებს.
***
Mokhetiale landebi (2007) / Wandering shadows
Documentary Film , 5 Part (45 Minutes) , Mini DV
Union of National Show-Cinema-Theatre Art Figures
Directors: Ushangi Sikharulidze, Dali Vashakidze
Screenplays: Ushangi Sikharulidze, Dali Vashakidze
Director of Photography: Niko Baghashvili
Sound: Yuri Gorski
Editing: Yuri Gorski
Producer: Ushangi Sikharulidze
Music: Maia Machabeli
Feature documentary of Wandering Shadows depicts the life of the homeless children and youth, their aspirations and problems and the ways of combating problems and integration into community.
- ჯადოსნური ღამე 2008 წ.
დამდგმელი რეჟისორები: დალი ვაშაკიძე, უშანგი სიხარულიძე
სცენარის ავტორი: დალი ვაშაკიძე
დამდგმელი ოპერატორი: რევაზ ახვლედიანი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იური გორსკი
მონაწილეობენ: ნინო ხიჯაკაძე, ლუკა ქარჩავა, ქეთი ღვალაძე, მარი ხაჭაპურიძე, გიორგი მახარაშვილი, სოფო ჭანკვეტაძე, ზვიად ტაბატაძე, ანზორ ხუციშვილი
პროდიუსერი: უშანგი სიხარულიძე
ზღაპრული, ჯადოსნური სამყარო ყველა ბავშვის სულიერების განუყოფელი ნაწილია. დაბადების დღის წინა ღამით ჩაფიქრებული სურვილებიც სწორედ პატარა ნინიკოს სათუთი სულის ანარეკლია - ულამაზეს, ზღაპრულ სიზმარში ასახული. სიზმარში ფილმის გმირები სიკეთისა და მეგობრობის დახმარებით ამარცხებენ ბოროტებას, რაც რეალურ სამყაროში ეხმარება ნინიკოს სასიკეთოდ შეცვალოს მეგობრებისადმი დამოკიდებულება.
***
Magic Night / Jadosnuri game
Short Feature Film , 3 Part (25 Minutes) , Mini DV
Union of National Show-Cinema-Theatre Art Figures
Directors: Dali Vashakidze, Ushangi Sikharulidze
Screenplay: Dali Vashakidze
Director of Photography: Revaz Akhvlediani
Sound: Yuri Gorski
Producer: Ushangi Sikharulidze
Fairy-tale, magic world is an integral part of inner world of every child. The wishes made on the night before the birthday reflect delicate soul of a little girl, Niniko and is expressed in a beautiful and magic dreams. The film characters fight against evil and defeat it with the aid of kindness and freinds. It helps Niniko to change for the better her attitude towards her friends.
- განაჩენი 2009 წ.
ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის გახლავთ საქართველოს ვარსკვლავი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე (გთავაზობთ ვარსკვლავის გახსნის ვიდეოს)
კონტაქტი:
email: iaeca77@gmail.com
T; (+995)0 790 74 33 77