EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კურო »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 12:46:24

კურო → კურო – საერთო დახასიათება (21.04-21.05)

 

21 აპრილი – 20 მაისი.

ზოდიაქოს 2 ნიშანი.

მიწის 1 ნიშანი.

მმართველი პლანეტა – ვენერა.

ბედნიერი რიცხვი – 6 და ყველა რაც 6–ზე იყოფა.

ასტროლოგიური სიმბოლო – ხარი.

ასტროლოგიური ფერები: ყველა საგაზაფხულო ფერი: ლიმონის ფერი, თეთრი, მწვანე და იასამნისფერი.

ასტროლოგიური თვლები: ბრილიანტი, ოპალი, მთვარის ქვა.

კურო მართავს ჰოროსკოპის მე–2 სახლს.

 

კუროს მმართველი პლანეტა – ვენერა – მასზე სრულიად სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან ურთიერთობაში ვენერა ნაკლებ რთულია და პრეტენზიული, ადვილად იცილებს ყველივეს არამიწიერსა და ინტელექტუალურს და მიწაზე ეშვება. ტიპიური კურო – თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმც შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. ხარი – ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. კუროს ნიშნიანებს ხშირად „ქვეყნის მარილს“ უცოდებენ, მათში სიტკბო არ არის. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის.

კურო– მამაკაეცბი ხშირად კეთილნი, უწყინარნი არიან, ადვილად ემოჩილებიან თავიანთი ხასიათის რბილ თვისებებს, მაგრამ ამას ტემპერამენტის ნაკლებობად ნუ ჩათვლით და მათ წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. კურო ძნელი გასაჯავრებელია, ასევე ძნელია მათი შნაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა, მაგრამ თუ გაჯავრდნენ, ისინი „ფაიფურის ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილ მოზვერს“ ემსგავსებიან, რაც შეხვდებათ, ყველაფერს რომ ლეწავენ.

არის ერთი საბავშვო ზღაპარი – „ხარი ფერდინანდი“, რომელიც კუროს ხასიათის რბილ ნიშნებს გვიჩვენებს. სახარე მოზვერს არენაზე ბრძოლას ასწავლიდნენ, მაგრამ პრიველ ასპარეზობაზე გამოსვლის დროს ყვავილი შენიშნა და, მატადორზე თავდასხმის ნაცვლად უკანა ფეხებზე ჩაჯდა და ყვავილს ყნოსვა დაუწყო. სურნელით თავბრუდასხმული ზედაც არ უყურებდა გახელებულ მატადორს და აღელვებულ ბრბოს. ეს გახლავთ კურო, სილამაზის დამფასებელი.

კურთა უმეტესობას იტაცებს ხელოვნება, მუსიკა, მაგრამ, პირველ რიგში, მათ ადამიანის სხეულის სილამაზე ხიბლავთ. კურო ჩვეულებრივ ვნებიანი საყვარელია. ასტროლოგები ხშირად აცხადებენ, რომ კუროს მოპირდაპირე ნიშანი – ღრიანკალი – გაუმაძღარი პარტნიორია, მაგრამ, ჩემი აზრით, კურო ღრიანკალს აჭარბებს გაუმაძღრობით სქესობრივი აქტის დროს. ძირითადი განსხვავება მათ შროის იმაშია, რომ ინტელექტი ღრიანკალს ხშირად აიძულებს დაივიწყოს სქესობრივი ლტოლვა, რათა სხვა სფეროებში წარმატებებს მიაღწიოს. მაგრამ კუროს ისეთი ფიზიკური ძალა გააჩნია, რომ სქესობრივი აქტი თავისებური დამამშვიდებელია.

კურო მართავს ჰოროსკოპის მეორე სახლს, რომელსაც ხშირად ფულის სახლს ეძახიან, კურო მეტისმეტად მატერიალისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს, მაგრამ პატივმოყვარე თხის რქას არა ჰგავს – იგი (კურო) დღევანდელი დღით ცხოვრობს.

კურო კომფორტის მონაა. მისი სახლი თანამედროვე დანადგარებით არის მოწყობილი, რაც მას და მის საყვარელ ადამიანებს ცხოვრებას უმსუბუქებს, კურომ ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყიდვის დროს ისინი ფუფუნების საგნისაგან მისაღები სიამოვნების კოეფიციენტს ზომავენ.

ვენერას, კუროს პლანეტას, ხშირად ნაკლებად იღბლიანს ეძახიან, მაგრამ ეს „ნაკლებად“ უფრო იღბლიან იუპიტერთან შედარებით ითქმის, მაგრამ ვენერაც არ არის კუროს ცუდი შემწე. მას მოაქვს ბედნიერება და წარმატება. ის მატებს კუროს მიმზიდველობას მეგობრებისა და საყვარლების თვალში, ანიჭებს მომხიბვლელობას, რომელიც მისკენ მთელ ქვეყანას იზიდავს.

რადგან კურო არც ისე ინტელექტუალური ნიშანია, ვენერას გავლენით მას თვითკმაყოფილებისკენ – სხვა სიტყვებით, სიზარმაცისკენ მიდრეკილება გამოუმუშავდება. ის ხშირად ამბობს: „ვიცი, ყველაფერს მივაღწევ, ნამდვილად თუ მოვინდომებ, მაგრამ რაზე გავისარჯო?“ ეს ტრაბახი არ არის, კუროს მართალც ყველაფერის მიღწევა შეუძლია, რასაც მოინდომებს, მაგრამ ხშირად იგი თავის შესაძლებლოებს სჯერდება და სხვა მიზნებს აღარ ისახავს. ეს თვისება მისი გრძნობების დემონსტრაციულობის უქონლობაშიც ჩანს. კუროს არ ჩვევია მაამებლური კომპლიმენტების თქმა. კურო ხშირად პოეტურ მიმართვებს (პოეტური გრძნობები გააჩნია, მაგრა მათი გამოჩენა რცხვენია) ძვრიფასი საჩუქრებით ცვლის. თუმცა მისი საყვარლები მადლობლები არიან, მაგრამ კურომ უნდა სცადოს თავისი გრძნობები უფრო თვალსაჩინოდ გამოხატოს.

კუროს დიდი სასიცოცხლო ძალები აქვს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს მას პრაქტიკულ საქმეებზე. კურო, „ქვეყნის მარილი“ ყოველ ძალღონის დახარჯვაზე ფულად ანაზღაურებას ელის. საერთოდ, მიზნის მისაღწევად მის მიერ გაწეული ყოველი ღონისძიება უნდა დაჯილდოვდეს, თორემ კურო განაწყენდება, საქმის ინტერესს დაკარგავს. ვერაფერი შეუშლის ხელს დაწყებული საქმის დამთავრებაში. სინამდვილეში, სიჯიუტე სერიოზული ნაკლია, რომელიც კუროს კარიერას საფრთხეს უქმნის.

კუროს უჭირს სხვების გაგება, მაგრამ, საერთოდ, კურო დადებითი ნიშანია. იგი გულითადია, თუმცა ცოტა მოსაწყენიც თავდაჭერილობისა და სიტყვა – ძვირობის გამო. კურო ყელით იმართება. კუროთა უმეტესობა უმალ იმღერებს და სხვის სიმღერას მოუსმენს, ვიდრე ილაპარაკებს. ბევრი მსახიობი, ტელევიზიისა და რადიოს დიქტორი (კურო) წარმატებას აღწევს, რადგანაც მათ პროფესიას ძლიერი, სასიამოვნო ხმა სჭირდება. კურო მწვავე სქესობრივ აღგზნებას განიცდის აუდიტორიის წინაშე სიყვის თქმის დროს, რადგანაც ყელის ნერვული დაბოლოებები დაკავშირებულია სხეულის ქვედა ნაწილთან, მათ შორის სქესობრივი ორგანოების ნერვულ დაბოლოებებთან. ამიტომ ამ პროფესიის ხალხი (კუროს ნიშნიანები) ხშირად აღიარებენ, რომ საჯარო გამოსვლის წინ სექსისგან თავი უნდა შეიკავონ, რათა ხმა სექსუალური დაძაბვისაგან თავისუფალი იყოს.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კუროს პიროვნება თანაბარ, თანმიმდევრულ დონეზე მოქმედებს, მაგრამ გახსოვდეთ: ნუ ეცდებით კურო თავისი ბილიკიდან გადააცდინოთ, თორემ მის შედეგებს იგემებთ.

 

 

შემოქმედება და კარიერა

 

კუროსთვის უჩვეულოა მგზნებარე, წუთიერი შემოქმედებითი აღმაფრენა, მაგრამ პლანეტა ვენერას ზემოქმედებით ბევრი მათგანი იჩენს ნიჭს მხატვრულ შემოქმდებაში ამა თუ იმ ფორმით. კურომ იცის მძიმედ და მოთმინებით მუშაობა, ისწრაფვის თვით დაოსტატებისაკენ და ამიტომ შრომით აღწევს იმას, რასაც სხვები მხოლოდ ნიჭით მოიპოვებენ. კუროს შვილები წარმატებით ეუფლებიან მუსიკის ხელონებას_ მათ საათობით შეუძლიათ დაუკრან ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, შეისწავლონ საოპერო არია, ბევრჯერ დაუბრუნდნენ ერთსა და იმავე მუსიკალურ ფრაზას. მათ მოთმინებასა და მუყაითობას ზღვარი არ გაჩნია. ასეთივე სერიოზულობით ეკიდებიან ისინი კერვას, ქსოვას ან ლიტერატურულ შრომას. მათ ოქროს ხელები აქვთ. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მშვენივრად კერავენ და სიამოვენებასაც იღებენ ამ საკირკიტო საქმით. თან ბედნიერნი არიან იმითაც, რომ ტანსაცმლის ფულის დაზოგვით უფრთხილდებიან ოჯახის ბიუჯეტს. ხბო უზომოდ ეკონომიური და ყაირათიანია. ის უკიდურესად შემართული და აკურატულია. ოჯახური საქმეები, რომელიც მოითხოვს ყურადღების მოკრებას და მოთმინებას, მას ჭეშმარიტ სიამოვნებას გვრის. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა არცთუU იშვიათად იციან კერვა და კემსვა. ქალები ხელსაქმის უბადლო მცოდნე და მარჯვე მეოჯახენი არიან, ოსტატურად აკეთებნ აბაჟურებს, ქსოვენ, ქარგავენ ბალიშებს და ფარდებს. კურო, როგორც კი შეუდგება შრომას, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს საქმის ბოლომდე მიყვანა. თავის შემოქმედებით მოღვაწობას კურო უმორჩილებს პრაქტიკულ ინტერესებს. მისთვის არ არის დამახასიათებელი, რომ გადადოს სხვა დანარჩენი საქმე და მიუჯდეს მაგიდას, რაიმე “შედევრის “ შესაქმნელად, რომელიც მოახდენს გადატრიალებას კაცობრიობის აზროვნებაში. შემოქმდებითი სამუშაო, თუU მას არ მოაქვს საგრძნობი შემოსავალი და არ წარმოადგენს არსებობის წყაროს, გადაინაცვლებს საღამოსთვის, მას შემდეგ როცა მოამთავრებს ყველა ჩვეულებრივ, მაგრამ პრაქტიკული ცხოვრებისთვის აუცილებელ საქმეს. ხბო უწვალებლად ართმევს თავს გრაფიკს_ ხშირად სამუშაოს ამთავრებს ვადის გასვლამდე ან ზუსტად ვადაში. მისი გზა _ ეს არის თანდათანობით სვლა დასახული მიზნისაკენ სიძნელეების გადალახვით , რომლებიც ბოლოს და ბოლოს უკან იხევენ მისი ნებისყოფის და ხასიათის ძალის წინაშე. კურო ერთადერთია ზოდიაქოს იმ რამდენიმე ნიშანს შორის, რომელსაც ნება ეძლევა განახორციელოს ჩაფიქრებული გეგმები და პროექტები, მაშინ როდესაც ზოდიაქოს სხვა ნიშნის შვილებს შეუძლიათ მხოლოდ ბევრი ილაპარაკონ თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობებზე. კუროს წარმატება აუცილებლად გამძლეობის, სიმტკიცისა და ხვალინდელი დღის რწმენის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. მისთვის კარიერა_ძალა, ძალაუფლება როდია, არამედ შესაძლებლობა მოიწყოს მშვიდი და კომფორტაბელური ცხოვრება და მხოლოდ ამისთვის აღწევს ის წარმატებას.

 

ფსიქოსექსუალური დახასიათება

 

კურო შესაძლოა ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი იყოს. ადამიანებს, რომლებსაც ვენერა მართავს, მოფერება უყვართ, მაგრამ ურჩევნიათ მათ ეფერონ, თანაც ალერსის დროს ახანგრძლივებდნენ. კუროს დადებითად ახასიათებს ის , რომ იგი ჩვეულებრივ, კარგი მეუღლეა. ამ ნიშნის ქალები გულწრფელნი და ერთგულნი არიან, მათ ეხერხებათ თანხმობისა და ჰარმონიის შექმნა ოჯახში. კუროს ნიშნიანთა უმეტესობა კარგად მუშაობს, როცა მყუდრო ბინა და ოჯახი აქვს, სადაც მოსვენება და ძალების აღდგენა შეუძლია. კუროს ცოლები ხშირად ჩივიან, რომ მათი ქმრები ნაკლებად დემონსტრატიულნი არიან სქესობრივ ურთიერთობებში. ისინი, ქმრები, პასიურ როლს ირჩევენ და ცოლებისაგან ელიან აქტივობას. თუ ეს ასე არ იქნა, ისინი სხვა ქალს უკავშირდებიან. რადგანაც კურო ფულის სახლს განაგებს ფინანსური საქმეები ძალიან მოქმედებს მისი ცხოვრების სქესობრივ მხარეზე. როცა კუროს ჯიბე სავსე აქვს ის ნაკლებ ყურადღებას აქცევს ლამაზი ქალის ფიგურას, მაგრამ როცა საქმე უკუღმა წაუვა, სექსი მის თავშესაფრად იქცევა. ფინანსური წარმატების დროს კუროს შესაძლოა სიძუნწე დასჩემდეს. ისე კი მას ფულის ხარჯვა უყვარს და ხარჯავს კიდეც. კუროს ნიშნიანმა ქალებმა თავიანთი ვენერას ბუნება ფუფუნების ნივთებით უნდა დაიამონ: ძვირფასი სამკაულებით, ტანსაცმლით, ავტომობილებით. ყოველივე ეს იმისთვის, რომ სიყვარულის ქალღმერთს აამონ და მარსის აღტაცება გამოიწვიონ. როცა აღტაცების ობიექტად იქცევა, ვენერას ასული სექსის ინტერესს ჰკარგავს, მაშინ როდესაც მამაკაცი კურო იშვათად არის ასე გულგრილი, იგი სექსზე უარს არ ამბობს. კაცებიც და ქალებიც საკმაოდ თავშეკავებულნი არიან.სქესობრივი აქტის დროს ისინი ხშირად იმპულსის გავლენით მოქმედებნ, და რახან ფიზიკურად ძლიერ ნიშანს განეკუთვნებიან ერთ სქესობრივ აქტს როდი სჯერდებიან. კუროს ხშირად მოსწონს მერკურის მიერ მართული ორი ნიშნის - ქალწულისა და მარჩვიბის(ტყუპების) - გარეგნული მონაცემები.. მით უფრო, რომ ამ ნიშნებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სექსუალური რეპერტუარი შესთავაზონ. კურო მამაკაცები ჩვეულებრივ ლამაზები არიან, არაერთი კინოვარსკვლავი დაიბადა ამ ნიშნით.

 

 

უარყოფითი თვისებები

სიჯიუტე, გულგრილობა, ეგოიზმი – ამით უნდა დავიწყოთ, მაგრამ კუროს უმთავრესი ნაკლი მაინც თავისი სისუსტეების დაყოლაა, თავის სურვიელბზე უარის ვერთქმა. მეორე ნაკლი – ზესიფრთხილეა. თუ რაიმე არ გამოსდის კუროს იმის ბრალია, რომ თავის რწმენა აკლია და შემთხვევის გამოყენება არ იცის.

პირად ურთიერთობებში კუროს სექსისა და ემოციის შეხამების უცოდინრობა ღალატობს. უნდა გამოიგონოს მაინც სულიერი ცხოვრება, უნდა გაითამაშოს პარტნიორის მოსაჩვენებლად მაინც, თუ თანხმობის შენარჩუნება სურს. ქალებს ლაპარაკი უყვართ, თუნდაც ეს ზოგჯერ უაზრო ყბედობა იყოს, მამაკაცმა ყური უნდა დაუგდოს. მამაკაც კუროს ქება უყვარს, მისმა პარტნიორმა ქლამა უნდა აიძულოს თავისი თავი, სმენის საამებელი სიტყვები უთხრას მას.

კუროს სექსუალური მისწრაფებები ხშირად კუჭთან და ჭამის ჩეულებებთან არის დაკავშრებული. ამიტომ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ღორმუცელობას წონის მომატება მოსდევს.

კუროს ურჩევნია მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოისმინოს და შემდეგ რამეს გამოსწორება სცადოს და არა ჯიუტად იმოქმედოს ძელი ჩვევებით.

 

დადებითი თვისებები

მშვიდობისმოყვარეა და ჩვენს დროში, რაც ყველა ლამობს თავისი სურვილები თავაწყვეტილი მანერით გამოავლინოს, კურო – სათნოების ნიმუშად იქცევა. ძალისა და ერთ რამეზე ენერგიის კონცეტრირების უნარის წყალობით კურო ადვილად აღწევს წარმატებას. მას კარგად გამოსდის საქმეები, სადაც დრო და სიბეჯითეა საჭრო. კურო ხშირად გვთავაზობს კომერციულ იდეებს, რომლებიც თავიდან უმნიშვნელო ჩანს, შემდეგ კი ეროვნულ მასშტაბებს აწევს. გახსოვდეთ: კურო ფულის სახლს განაგებს და როგრმე იცი, როგორ გამობერტყოს ოქრო სხვისი ქისებიდან. კურო იშვიათად ეფერება მეუღლეს. ისინი ერთგულნი არიან სექსუალურად თუ არა, სულიერად მაინც. მამაკაცებს თამამდ შეუძლიათ დაქორწინდენ კუროს ნიშნიან ქალზე, რადგანაც იგი ძლიერი და კეთილშობილი ცოლია და ქმარს პრაქტიკული რჩევებით ეხმარება. ვინც ისეთ ურთიერთობებს ესწრაფის, რომელიც ვენერას ალერსიან ტალღებზე ინავარდებდა, დაჯდეს „კუროს“ ხომალდზე – სახიფათო ღელვა მას არ ელის. ქალღმერთ ვენერა ტრფობის ცეცხლს უკიდებს ქალიშვილებს, ჭაბუკებს კი აიძულებს მთვარით განათებულ აივნებს ეპოტინონ და შმაგი სერენადები იმღერონ. ვენერას წყალობთ კუროს ნიშანზე დაბადებული ყველაზე უფრო გამოდგებიან რომანისა და ცოლქმრობისათვის. ამ საქმეში მათზე დიდი მოთხოვნილებაა.

 

შესაფერისი პარტნიორები

 

 

 

ვერძი – ასეთი კავშირები ხშირად გვხდება, სექსში არასტაბილურია. ასეთი ურთიერთობებიდან ორივე იღლება. ვერძს აღიზიანებს კუროს მისწრაფება ყველა დამოკიდებული იყოს მასზე და ყველა მასზე მუშაობდეს, ის კი მუშაობას სამსახურში ამჯობინებს.

 

 

კურო – ინტერესების დიდი თანხვედრა. ორივე შიშობს თავის ბუდის დანგრევას, ორივე მიჯაჭვულია თავიანთ ნივთებზე, სახლზე, მეუღლეზე.

 

 

ტყუპები – ასეთი კავშირები ხშირია, მაგრამ პარტნიორები ცხოვრობენ განსხვავებული ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კავშირები გრძელდება დიდი ხნის მანძილზე, მათ შორის სულიერი სიცივეა. ტყუპები უფრო მეტად არიან დამოკიდებული კუროზე, ვიდრე ეს უკანასკნელნი ტყუპებზე.

 

 

კირჩხიბი – ტიპიური და ხშირი კავშირი. თითოეული თავის ბუდისკენ მიაქანებს ყველაფერს. ეს კავშირი მყარია. ოჯახი – პატრიარქარული იდილიის კერაა.

 

 

ლომი – ეს კავშირი რთულია და ეგოისტური. ლომი ცდილობს კუროს გაღიაზიანებას. ისინი ეცდებიან იცხოვრონ სტაბილურად, მაგრამ ეს უშედეგოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სექსში შესაფერისი წყვილია.

 

 

ქალწული – ეს კავშირი წარმატებული იქნება კუროსთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობები შეიძლება დაინგრეს პარტნიორების ურთიერთგაციებით, თუმცა მთლიანობაში კუროს სავსებით აკმაყოფილებს ქალწული მეუღლის როლში.

 

 

სასწორი – მათ შორის არ არის სრული თანხმობა, ცხოვრობენ განსხვავებული ინტერესებით. ერთად ყოფნას აიძულებენ ბავშვები, საერთო ქონება და რესპექტაბელურობა, რის გამოც არ შორდებიან ერთმანეთს. სექსში არაშესაფერისი წყვილია.

 

 

მორიელი – პარტნიორებს ახასიათებს უერთიერთმიზიდვა და ურთიერთგანზიდვა, ხშირად თავს იჩენს მგზნებარე ვნებები. კუროსა და მორიელის ხასიათში ცოტაა განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რის გამოც ისინი ერთად დიდხანს ცხოვრობენ.

 

 

მშვილდოსანი – იშვიათი კავშირი.ა პარტნიორებს შორის არ არსებობს ურთიერთგაგება. თუმცა აქვთ საერთო ინეტერესები. ხშირად ისინი არიან მეგობრები ან სამსახურეობრივი კოლეგები. ხშირად აუცილებლობის გამო ქორწინდებიან.

 

 

თხის რქა – სექსში ისინი შესაფერისი წყვილია. საერთო ჯამში ეს კავშირი წარმატებულია. თუმცა ეს კუროსთვის რთულია. თხის რქა ყოველთვის ეცდება თავს მოახვიოს საკუთარი აზრები.

მერწყული – ქორწინება მათთვის რთული მცნებაა. ეს კავშირი ძალიან რთულია, ორივე მხრიდან დაუსრულებელი ჩხუბითა და წყენით.

 

 

თევზები – ეს კავშირი ძალიან მყარია. ძლიერი სახლი. მაგრამ თევზებს ღუპავს კუროს პირქუშობა. ურთიერთობებს ბავშვები ამყარებენ, რომლის გამოც თევზებს შეუძლია დავიწყონ წყენა.

 

 

კურო, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით

 

რატომ არ გინდა სულიერებას მიაღწიო, როცა დანარჩენ სათნოებათა 95%–ს ჰფლობ? ეს ხომ ზოდიაქოს ყველაზე სასურველ ნიშნად გაქცევდა.

როდის ისწავლი ორმხრივ საუბარში მონაწილეობის მიღებას?

როდის დააცლი სხვებს სათქმელის დამთვრებას?

და ბოლოს რატომ დაუტოვა ვენერამ თავისი ძვირფასი, პოეტური და ინტელექტუალური ფასეულობებით სავსე ზარდახშა სასწორს და მერე გეწვია შენ?

მაგრამ გამხნევდი! თავი მოაჩვენე, თითქოს იმ ინტელექტსა და სინაზეს ფლობ, რომელიც მან წაგართვა, თუნდაც პრაქტიკულობის ჭაობში იყო ჩაფლული–მაგასაც თავისი უპირატესობები გააჩნია!