EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
123Nikolozii123
Vergilioni
სვანი
sudi
Billionaire

« იაპონელებმა მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეას ჯიში გამოიყვანეს »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: admin
თარიღი: 2013-05-25 12:19:37
ცისფერი ორქიდეა
იაპონიის უნივერსიტეტის, ტიბის მეცნიერებმა ცისფერი ორქიდეას უნიკალური ჯიში გამოიყვანეს.
ყვავილის, ფანელოპსის აფროდიტას ახალი ჯიში, სახელწოდებით "სამეფო ცისფერი" ოკინავაზე ფართო მასებისთვის გამოფინეს. ამ მცენარის თითოეულ ღერზე ერთდროულად 30 ყვავილი იშლება. თითოეული ყვავილი დიამეტრში 5 სანტიმეტრია.
იმისათვის, რომ მსოფლიოში პირველი ცისფერი ორქიდეა მიეღოთ, იაპონელმა სელექციონერებმა და გენურმა ინჟინრებმა ფანელოპსის აფროდიტაში შეიყვანეს აზიური კამელინის გენი, რამაც უზრუნველყო მისი გაცისფრება.
ცისფერი ორქიდეები, რომლებიც აქამდეც იყიდებოდა მაღაზიებში, სინამდვილეში თეთრია; მათ, უბრალოდ, ხელოვნურად ღებავენ. ახლა კი უკვე არსებობს ბუნებაში ცისფერი ორქიდეა.