EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« თანამედროვე დროის ჩარლი ჩაპლინი, Modern Times Charlie Chaplin 1936 ) »

კატეგორია: კინოსამყარო

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-28 20:47:23

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, 1914 წელს. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დუგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists.

ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი.

1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. 2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, „ჩაპლინი: ცხოვრება“, განხილვაში წერს: 

„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ

ჩაპლინის ყველა ფილმი „ცირკის“ (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა შემდგომ ბევრი მათგანი ხელახლა იქნა გამოცემული საუნდტრეკებით. „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931) და „ახალი დროება“ (1936) არსებითან იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი ხმოვანი იყო, გარდა ფილმისა „გრაფინია ჰონგკონგი“.

 

 

ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებულია 35 მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.

 

თანამედროვე დროის ჩარლი ჩაპლინი,  Modern Times Charlie Chaplin 1936 )  სრულად