EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფორდ მუსტანგი / Ford Mustang 2015 »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2013-05-31 18:36:48
დრო გადის და ყველაფერი იცვლება,მათ შორის საავტომობილო ტენდენციებიც..შეძლებული ადამიანებიც კი ავტომობილის ყიდვისას,საწვავის ხარჯსა და გამონაბოლქვის მაჩვენებელს დიდ ყურადღებას აქცევენ.."ფორდი" წარმოებული პროდუქციის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობაზე ბევრს მუშაობს..ამის ნათელი მაგალითია მსოფლიოს მაშტაბით EkoBoost-ის ძრავების (1.0ლ;1.6ლ;2.0ლ;3.5ლ) დანერგვა,რომლებიც ყველა ზემოთხსენებული თვისებებით გამოირჩევიან..1993 წლის შემდეგ "ცისფერ ოვალს" 4 ცილინდრიანი "მუსტანგი" აღარ გამოუშვია,თუმცა ცნობილი გახდა,რომ შემდეგი თაობის "რაშის" კაპოტქვეშ სწორედ ("ეკობუსტის" 2.4-ლიტრიანი) 4 ცილინდრიანი აგრეგატი იქნება მოთავსებული,რომელიც 2013 წლის სტანდარტული მოდელის V6-ზე მძლავრი და ამავდროულად გაცილებით ეკონომიური იქნება,მისი სიმძლავრე კი 300 ცხენისძალას გადააჭარბებს..ამას გარდა,4-ვე ბორბალზე დამოუკიდებელი საკიდარი ექნება და რაღა თქმა უნდა,კვლავინდებურად იარსებებს V6 და V8 ძრავები..50 წლის იუბილესთან დაკავშირებით,"ფორდი" რაღაც განსაკუთრებულს,რადიკალურად განსხვავებულს ამზადებს..შეგახსენებთ,რომ შემდეგი თაობის "მუსტანგი" გლობალური მოდელი გახდება და ბევრი საერთო ექნება კონცეპტუალურ "ევოსთან",მისი დებიუტი კი 2014 წელს შედგება..
Ford EVO (Concept)