EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« ნარკოექსპერტები ელექტრო სიგარეტების მავნებლობით შეშფოთებულნი არიან »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-11 19:56:25
ჯანდაცვის ორგანოები და ნარკოექსპერტები შეშფოთებულები არიან. ელექტროსიგარეტები სულ უფრო ხშირად ბოროტად გამოიყენება. ნიკოტინის ნაცვლად მათში ჰაშიში, პოტენციის ასამაღლებელი საშუალება ტადალაფილი ან მადის დამაქვეითებელი მედიკამენტებია.
რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტი (BfR) ახალი ტენდენციის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. ორგანიზაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მრავალფეროვანი არომატის გარდა, ელექტროსიგარეტებს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს უმატებენ.
ევროპარლამენტში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ექსპერტის კარლ ჰაინც ფლორენცის განცხადებით, ელექტროსიგარეტები ბომბია, რომელიც შესაძლოა ადამიანის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დასაწყისი იყოს. იმავე განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები უნდა შეიმუშავოს.