EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« ქალბატონების ხარჯზე პარტიები დამატებით დაფინანსებას მიიღებენ »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-07-22 23:25:04
22/07/13 22:22
სახელმწიფო საჯარო პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობას შეუწყობს ხელს. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტია დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ ათ კაცში ქალები სულ მცირე 30%-ით იქნებიან წარმოდგენილი. აღნიშნული ცვლილება, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფში უკვე შევიდა, დღეს, ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააჟღერა. ცვლილების მიზანია ხელი შეუწყოს ქალის, როლის გაძლიერებას პოლიტიკაში, ამ რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიმართავენ.