EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქვეყნის აღსასრულის 10 ძირითადი თეორია »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-13 15:35:52

ქვეყნის აღსასრულის 10 ძირითადი თეორია

ქვეყნის აღსასრულის 10 ძირითადი თეორია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით სამყარო 2015 წელს მიითვლის ძალიან მალე და მანამდეც უამრავი იყო, ხოლო საერთო ჯამში როგორც მეცნიერები ამბობენ 4, 6 მილიარდ წელიწადს გადააჭარბა, (ადამიანის გონება არის ძალიან რთული, ვინაიდან მოიცავს ფართომასშტაბიან დროის ერთეულს. ერა და ეპოქა- რთული სიტყვებია გასაცნობიერებლად. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამოღებული დროის ერთეული სრულიად გაუგებარია და უფრო უცნაურია ის, რომ დროს გააჩნია სიღრმე. დრო იზომება მილიარდობით წლების წინიდან, რადგან სამყარო შეიქმნა 4, 6 მილიარდი წლის წინ. ბევრმა ადამიანმა დროის ფანტასტიური გრაფიკები არ მიიღო, ვინაიდან მათმა ტვინმა ვერ შეძლო მათი გააზრება და ხაზს უსვამს, რომ დედამიწა შეიქმნა 6000 წლის წინ, როგორც ეს ბიბლიაშია მოცემული.) დღემდე მაინც იდუმალებითაა მოცული დადგება კი აღსასრული ამა სოფლისა და როდის?!! თუმცა მეცნიერები მაინც აყენებენ თავისებურ მოსაზრებებს სხვადასხვა ფატქებზე დაყრდნობის მიზნით, მტკიცებულება კი იმისა, თუ როდის დასრულდება დედამიწაზე არსებობა და რა იქნება მას შემდეგ, ფაქტობრივად არ არსებობს.

 

image

 

დღევანდელ სტატიაში, სწორედ რომ ქვეყნის აღსასრულის 10 თეორემა მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც მეცნიერებმა სხვადასხვა ფაქტებიდან გამომდინარე წამოაყენეს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან.


 

1. დიდი გარღვევა.

 

ქვეყნის აღსასრულის ყველაზე გავრცელებულ ვერსიად სახელდება დიდი გარღვევა. სამყარო წარმოშობის დღიდან დიდი აფეთქების წინაშეა, ვინაიდან მიმდინარეობს შეკუმშვის მაღალი პროცესი, რომელიც მთელი "არის" გარეთ გავლენას ახდენს გრავიტაციის ძალაზე. თეორიის მიხედვით შეკუმშვის სიმძიმის ძალა შეანელებს გაფართოვებას. შეკუმშვის პროცესი გადაეცემა და გამოიწვევს ვარსკვლავების, გალაქტიკის, პლანეტებისა და შავი ხვრელების უსასრულოდ გამკვრივებას, რაც გამოიწვევს ერთ დიდ გარღვევას.

image




 

2. სითბოს ჩახშობა.

 

როგორც ვიცით ტემპერატურა თანაბრად ნაწილდება მთელს პლანეტაზე, ხოლო თუ განვაზოგადებთ ამ ყოველივეს, მივალთ დასკვნამდე, რომ მიმოფანტულია ბნელი ნისლი და სიგრილე, რაც დროდადრო გამოიწვევს ვარსკვლავთ ქრობას და დაისადგურებს წყვდიადი, თავისთავად კი ნაწილაკები შეწყვეტენ სითბოს ენერგიის გადაცემას, რის გამოც სამყაროც იქნება ლიკვიდირებული.

image




 

3. შავი ხვრელები.

 

ერთ–ერთი პოპულარული თეორიაა ქვეყნის აღსასრულზე შავი ხვრელების გაჩენა სამყაროს გარშემო. ყველა გალაქტიკა ფლობს ცენტრში შავ ხვრელს, რომელიც თეორიის თანახმად იწვევს ვარსკვლავთა შეჭმას, შთანთქმას. მათ სანახავად ობიექტის ახლოს მიტანისას კი თვალისმომჭრელ ნათებას ვაწყდებით. ასევე თეორიის და ფაქტების თანახმად შავი ხვრელები სწრაფად ორთქლებადია, რის გამოც კარგავენ მოცულობას, ამიტომ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გაგრძელდება სამუდამოდ, თუმცა დანამდვილებით ვინ იცის...



 

4. დროის შეწყვეტა.

 

თუ არსებობს რაღაც მარადიული ჩვენს პლანეტაზე, რაღა თქმა უნდა ეს არის დრო და რა მოხდება თუ დრომ დაკარგა იმპულსი და გაიყინა? უბრალოდ შეწყვეტს დრო მსვლელობას და ჩვენ ყველანი და ყველაფერი რაც კი გარს გვაკრავს გაჩერდება, როგორც ფირზე აღბეჭდილი რომელიმე კადრი, მიუხედავად იმისა, რომ დროს გააჩნია უსასრულობა. ფიზიკოსებს სჯერათ, რომ დრო ფუნდამენტური საზომია სამყაროსი, თუმცა მაგალითები დროის ხაზოვან ნაკადზე, უარყოფს ფარდობითობის თეორიას. მიიჩნეოდა, რომ დრო იყო მარტივი და აბსოლიტური, სინამდვილეში კი მასზე გავლენას ახდენს სიჩქარე, ძალა და სიმძიმე. როდისმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, თუ როგორ იგებენ თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობით, თქვენს ადგილსამყოფელს რუკაზე? გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS)ჩართულია ტელეფონის ქსელში 24 თანამგზავრით, რომელთაგან თითოეულს აქვს ზუსტი ატომური საათი და დედამიწის საათთან შედარებით, ისინი დღეში კარგავენ 7 მიკროწამს, ვინაიდან მდებარეობენ დროის ნელ ნაკადში. კონპენსაციის გარეშე კი ეს მცირედი დანაკარგი იქნებოდა დროის დიდი დანაკარგი. სისტემა GPS-ს ხშირად შეაქვს მცირე კორექტირებები, რადგან დრომ იმოძრაოს ნელა, რასაც ფიზიკოსები "დროის გახანგრძლივებას" უწოდებენ. მისი გავლენით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს დედამიწის გარშემო 20 წლის მანძილზე და აღმოაჩინოს თავი უშორეს მომავალში, ხოლო დროის გახანგრძლივებას თუ ზუსტ წერტილამდე მივიყვანთ, შეიძლება გაჩერდეს დრო და უკვდავებას ჰქონდეს ადგილი.

image




 

5. დიდი შეჯახება.

 

დიდი აფეთქებისგან განსხვავებით დიდ შეჯახებასთან უფრო ოპტიმისტურად არის საზოგადოებისა თუ მეცნიერების ნაწილი განწყობილი. აქაც წარმოიდგინეთ იგივე სცენარი: გრავიტაცია ანელებს სამყაროს გაფართოვებას და უკან წევს ერთი ნაბიჯით. ამ თეორიაზე დაყრდნობით კი ადვილი წარმოსადგენია მოხდეს ერთი დიდი შეჯახება, ვინაიდან შეკუმშული პლანეტა შეიძლება გავაიგივოთ ბურთთან, რომელიც ხსენებულ მდგომარეობაში იწყებს ხტუნვას და გამოიწვევს შეჯახებას. თუმცა ამით არ ხდება სამყაროს სრული აღსასრული, უბრალოდ ადგილი ექმნება ხელახალ რეციკლირებას.

image




 

6. დიდი აფეთქება.

 

ქვეყნის აღსასრულის გამომწვევი მიზეზების დასახელებისას მეცნიერები რატომღაც ხშირად იყენებენ სიტყვას "დიდი". სიით მე-6 ადგილზე დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ დიდი აფეთქებაა, რომლის წინაშეც მეცნიერების თქმით სამყარო დაარსების დღიდან დგას. თეორემის თანახმად ქვეყანას მართავს უხილავი "ბნელი ენერგია", რომელიც იწვევს სწრაფ გაფართოვებას და ჩვენი პლანეტაც თავისთავად ახდენს გარღვევას. თეორემის ყველაზე მთავარ ნაწილს კი წარმოადგენს ის, რომ როდესაც ვარსკვლავები დაიწვება და აღარაფერი დარჩება მათგან, სწორედ მაშინ მოხდება დიდი აფეთქება, სავარაუდოდ კი 16 მილიარდი წლის შემდგომ. მაშასადამე, დიდი აფეთქებით გამოწვეული კატაკლიზმები კი პლანეტის ყველა სულდგმულს ცოცხლად დაწვავს, რაც იქნება ყველაზე საშინელი სიკვდილი დედამიწაზე.

image




 

 

 

7. ვაკუმური მეტასტაბილურობა.

 

ვაკუმური მეტასტაბილურობის თეორია ეფუძნება იდეას, რომ სამყარო არსებობს არასტაბილურ მდგომარეობაში. ზოგიერთი მტკიცებულებით კი სამყარო სტაბილურობის ზღვარზეა და რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში იგი საბოლოოდ დაინგრევა, ხოლო როდესაც ეს მოხდება, პარალელურად შეიქმნება ახალი ბურთი- ალტერნატიული სამყარო, სადაც სავარაუდოდ იქნება სიცოცხლე, რომლის ფიზიკის კანონები იქნება განსხვავებული და რაღა თქმა უნდა ცხოვრებაც განსხვავებული.

image





 

8. დროებითი ბარიერი.

 

დროებითი ბარიერის თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური საზღვარი არსებობს საზღვრებს მიღმა, რომელსაც არ გააჩნია გაფართოვების უნარი. ფიზიკის თანახმად კი მომდევნო 3, 7 მილიარდი წლის შემდეგ უნდა გადავლახოდ ეს ბარიერი, რაც ქვეყნის დასასრულს ნიშნავს. ამ ფიზიკის ზუსტ დებულებას ვერ ხსნიან მეცნიერები, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ამ მოვლენას საშინელი პერსპექტივა აქვს.

image




 

9. სამყაროს ბოლო არ უჩანს.

 

სამყაროს უსასრულობა არ უჩანს, იგი შეიძლება გაქრეს სამუდამოდ. მისი განადგურების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, როგორც უკვე განვმარტე სტატიის მსვლელობისას- გარღვევა, დიდი აფეთქება, დროის შეჩერება და სხვა.

image





 

10. სამყაროს მარადიულობა.

 

ეს ერთ-ერთი თეორიაა, რომელიც ადამიანებმა წამოაყენეს, თუმცა ახალი და უფრო მტკიცებული ფაქტები არ არსებობს, რაც მის ჭეშმარიტებაში დაგვაჯერებს. ამ ეტაპზე სამყაროს გაფართოვება ციკლურად მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო 20 წელში შეიძლება ამის უფრო მართებული მტკიცებულება გვქონდეს, კერძოდ კი რამდენად მარადიულია სამყარო, თუმცა ეს საკითხი იმდენად ხანგრძლივ სასწავლო კვლევებს მოიცავს, შესაძლოა სამუდამოდ გაგრძელდეს.

image

 

 

წყარო: