EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« „პატრიარქმა პრემიერს კატეგორიულად მოსთხოვა მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-18 15:31:15
„პატრიარქს პრემიერისთვის კატეგორიულად მოუთხოვია მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა!"- ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხელისუფლება თბილისში პატრიარქის საზეიმო დახვედრას გეგმავს, რასაც პოლიტიკოსი მთავრობის მხრიდან პირფერობად აფასებს.
„საინტერესო ინფო მომაწოდეს!
- ხელისუფლება გეგმავს გერმანიიდან დაბრუნებულ პატრიარქს გრანდიოზული საზეიმო დახვედრა მოუწყონ! ამისათვის უკვე დაიწყო პარტიული და ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა!
---- წარმოგიდგენიათ რა ვაზელინები არიან? ჯერ გადაუარეს საპატრიარქოს და დედა ეკლესიას და ეხლა "ვაზელინ წაცხობილები" ცდილობენ სიტუაციის დალაგებას! არ გრცხვენიათ თქვე უბედურებო? ასეთი მართლაც რომ უნიათოები როგორ ხართ? 4-5 წელიწადში სახელმწიფო მართვა ვერ ისწავლეთ! თუმცა მევახშეებმა და ავტოგოლშიკებმა რა სახელმწიფო მართვა რა პოლიტიკა... მოკლედ რა!
ps თურმე პატრიარქს პრემიერისთვის კატეგორიულად მოუთხოვია მამა გიორგის განთავისუფლება და გამოძიების შეწყვეტა! საინტერესოა ვის შეეწმინდება ხელი?"- წერს ლადო სადღობელაშვილი.