EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Robtrim
FrankyJ
ჯონი
kote1974
123Nikolozii123
« რა მდგომარეობაა ამ წუთებში სოფელში, რომელიც მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Guruli
თარიღი: 2017-10-17 20:17:54
მეორე დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყრული პროცესები სოფელში გუშინ დაიწყო და ცენტრალური საავტომობილო გზა ჩახერგა. გვიან ღამით კი, მეწყერი სოფლის შემოვლით გზაზეც ჩამოწვა.
ზოტში სპეციალური ტექნიკა გუშინ დილიდან მუშაობს და იმედოვნებენ, რომ გზის გაწმენდა დღეს მოხდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდება _ სტიქიის შედეგად თითქმის სრულად არის განადგურებული ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები, რომლის აღდგენითი სამუშაობი უკვე დაწყებულია.
gurianews.com